14 მაისს ონლაინ საუბრების „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ბოლო სესიაზე, ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა ისაუბრა თემაზე „ადამიანის უფლებათა დაცვის გამოწვევები COVID-19-ის დროს“.
კომისარმა ისაუბრა COVID-19-ის დროს ძირითად გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა მოწყვლადი ჯგუფების განსაკუთრებულ საჭიროებებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და უპასუხა მაყურებლებისგან მიღებულ კითხვებს.
ონლაინ საუბრების, რომელიც ჩატარდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისისა და სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერით, მიზანი იყო კორონავირუსის გავრცელების შედეგად ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და რისკების შესახებ დისკუსია. წინა ონლაინ საუბრები ფარავდა სხვადასხვა თემას, მათ შორის სამოქალაქო აქტივიზმს, განათლების მისაწვდომობას, სიძულვილის ენასა და დეზინფორმაციას, მედიის როლს კრიზისის დროს და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენლებთან დისკუსიას.
ადამიანის უფლებათა კომისართან საუბრები ხელმისაწვდომია ონლაინ ინგლისურ ენაზე.
უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის Facebook გვერდს
კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ Facebook გვერდს
საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია ჩატარდა „მე ვირჩევ თანასწორობას” კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.