Back ევროპის საბჭო და Tbilisi Open Air ადამიანის უფლებებისთვის ერთიანდებიან

ევროპის საბჭო და Tbilisi Open Air  წელს უკვე მესამედ,  ადამიანის უფლებების საკითხის გარშემო გაერთიანდნენ.
ევროპის საბჭო და Tbilisi Open Air ადამიანის უფლებებისთვის ერთიანდებიან

23-25 ივნისს, ფესტივალის დღეებში Lisi Wonderland Freedom Village-ის ტერიტორიაზე განთავსებული ევროპის საბჭოსადამიანის უფლებების კუთხემ“  Open Air Tbilisi- სტუმრებს უმასპინძლა.

ადამიანის უფლებების კუთხეშიევროპის საბჭოს ოთხმა პროექტმა ფესტივალის სტუმრებს შესთავაზა ინტერაქციული ღონისძიებები, რომელიც რამდენიმე თემას აერთიანებდა, მათ შორის: თანასწორობასა და მრავალფეროვნებას, დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობას ახალგაზრდებში და ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეევსოთ ქვიზები, რომლის მეშვეობით მათ გაიგეს მეტი სექსიზმისა და გენდერული სტერეოტიპების, თანასწორობისა და მრავალფეროვნების, ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობისა და მშობლების როლის შესახებ დემოკრატიული კულტურის განვითარების პროცესში. მოეწყო დისკუსიები მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ჩატარდა საოჯახო იოგას სესია და სამაგიდო თამაშები ბავშვებისთვის.

ადამიანის უფლებების კუთხისერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო თამაშიიპოვე დამალული განძი, რომელიც მიჰყავდა მებო ნუცუბიძეს. თამაშის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ევროპის საბჭოს თემებისა და ღირებულებების ირგვლივ. მონაწილე ხუთი გუნდიდან გამარჯვენა ერგო სამ გუნდს „პრატებს“, „ევროპას“ და „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, რომელთაც დემოკრატიის, თანასწორობისა და ევროპის საბჭოს ღირებულებების განსაკუთრებული ცოდნა და სისხარტე გამოავლინეს.

წელს პირველად, ევროპის საბჭომ ფესტივალის მონაწილეებს  შესთავაზა უფასო მგზავრობა  „თანასწორობის ავტობუსი“-,   რომელმაც ტრანსპორტირების პარალელურად თანასწორობის საკითხებზე სადისკუსიო სივრცის ფუნქცია შეითავსა.  

ადამიანის უფლებების კუთხემ  ევროპის საბჭოს ოთხი პროექტი გააერთიანაქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოშითანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოშინარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოშიდემოკრატია იწყება სკოლაში- მოსწავლეების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სკოლასა და თემში.

25 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge