2024 წლის 24-25 ივლისს ევროპის საბჭომ კოალიციასთან ‘’თანასწორობისთვის’’ და ‘’კანონის უზენაესობის ცენტრთან’’ თანამშრომლობით ქართული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა თანასწორობის გაძლიერებასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ღონისძიებამ გააერთიანა 17 ორგანიზაციის წარმომადგენელი თბილისიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, კახეთიდან და მარნეულიდან. სასწავლო კომპონენტის გარდა, მონაწილეებს არსებული გამოწვევებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
ორ-დღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა უმცირესობათა ჯგუფების მიმართ ჩადენილი დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ არსებული ევროპული სტანდარტების შესახებ. პროგრამამ, აგრეთვე, დაფარა გენდერული თანასწორობა, გენდერული ნიშნით მოტივირებული ძალადობა და კერძო/საჯარო სივრცეებსა და სამუშაო ადგილზე. სექსუალური შევიწროება.ამასთან, ტრენინგზე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის პირების მიმართ დისკრიმინაციის პრაქტიკა და სპეციალური საჭიროების მქონე მსხვერპლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების სტანდარტები. ტრენინგის ბოლო დღე მონაწილეებს უმცირესობათა ჯგუფების მშვიდობიანი შკერების უფლების შინაარსის უკეთე გაგებაში დაეხმარა.
ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, რათა გააძლიეროს თანასწორობა და მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვა.
ეს აქტივობა განხორციელდა პროექტის ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად.