Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მანდატის განხორციელებაში

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მანდატის განხორციელებაში

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციის პრევენციის სფეროში უფლებამოსილების განხორციელებას კორუფციის რისკის შეფასების ეფექტური პროცედურებისა და ტრენერთა პროგრამების მომზადების საშუალებით.

ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში კორუფციული რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ მეთოდოლოგია. დოკუმენტი ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს საჯარო დაწესებულებებისთვის კორუფციული რისკების შესაფასებლად მოწყვლადი სფეროების გამოვლენის, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის, პრევენციული ღონისძიებების შემუშავების, ასევე ანტიკორუფციული ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის მიმართულებით. დოკუმენტი მოიცავს შაბლონებს, რომლებსაც გამოიყენებენ სხვადასხვა სექტორში მოქმედი საჯარო დაწესებულებები (რისკების რეესტრი, მონაცემთა შეგროვების პროცესების საკონტროლო სიების ნიმუშები), ასევე საყურადღები ნიშნების (red flags), რისკ-ფაქტორებისა და რისკების შესახებ მაგალითებს. დოკუმენტი იღებს ზოგადი მეთოდოლოგიის ფორმას, რომელიც შეიძლება მორგებული იყოს კონკრეტული ინსტიტუტების სპეციფიკურ საჭიროებებზე.

შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენერების ტრენინგი (ToT), რომელიც შეეხებოდა საჯარო სექტორში კორუფციული რისკის შეფასებას და მართვას. შეხვედრაზე განიხილეს რისკების იდენტიფიცირების  შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები,  კორუფციული რისკების შეფასების,  შემცირების და რისკების შესახებ ანგარიშის მიწოდების მექანიზმები.  ტრენერთა ტრენინგი  მიზნად ისახავდა ანტიკორუფციული ბიუროს პრაქტიკოსების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყონ საჯარო დაწესებულებებში შემუშავებული მეთოდოლოგიის ეფექტიანი განხორციელება.

ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენებს ევროპის საბჭოს მიერ მოწოდებულ მეთოდოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, განახორციელონ კორუფციის რისკის შეფასების სისტემატური პროცედურები, ამ მეთოდოლოგიის მათი საქმიანობის სპეციფიკურ სფეროებზე მორგების გზით.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“  მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში. 

27-28 სექტემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge