Back ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავებას

ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ინსტიტუციური სტრატეგიის შემუშავებას

ევროპის საბჭო ახორციელებს ახლადშექმნილი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მხარდაჭერას მისი ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმართულებით. ბიურო შეიქმნა 2022 წლის ნოემბერში და მიენიჭა ფართო მანდატი კორუფციასთან ბრძოლის სფეროში. ბიუროს მთავარ ამოცანებია: საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა კონფლიქტის პრევენციის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაუმჯობესება და პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის ზედამხედველობის უზრუნველყოფა. ის, ასევე, პასუხისმგებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და კორუფციის პრევენციის სფეროში საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებაზე.

ანტიკორუფციული ბიუროს ფართო მანდატის გათვალისწინებით, ევროპის საბჭო მხარს უჭერს ინსტიტუციური სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რაც მოიცავს ბიუროს ძირითადი კონტექსტუალური საკითხების ანალიზს, მისი პოზიციის განსაზღვრას საქართველოს ანტიკორუფციულ ორგანოებს შორის და მის კომპეტენციას ანტიკორუფციული პოლიტიკის განვითარებასა და განხორციელებაში.  

2023 წლის 18-19 სექტემბერს მოეწყო საკონსულტაციო შეხვედრები ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებსა და ევროპის საბჭოს კონსულტანტს შორის. ეს შეხვედრები წარმოადგენდა პრაქტიკულ პლატფორმას ბიუროს მანდატისა და ფუნქციების განხილვისა და სტრატეგიული მიზნების შეთანხმებისთვის, რის მიხედვითაც ბიურო მომდევნო წლებში წარმართავს საკუთარ საქმიანობას. დასრულებული დოკუმენტი შექმნის ნათელ წარმოდგენას ბიუროს ინსტიტუციურ საჭიროებებისა და დაგეგმილ ქმედებების შესახებ კორუფციის პრევენციის სფეროში მისი პოზიციის გასამყარებლად.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“  მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის III ფარგლებში. 

18-19 სექტემბერი, 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge