Back ევროპის საბჭო მუშაობს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე

ევროპის საბჭო მუშაობს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაზე

ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა გააგრძელეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და შესაბამისი საკანონმდებლო დებულებების სტანდარტებთან შესაბამისობასთან მიმართებაში ევროპის საბჭოს მიმოხილვის და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების განხილვა. მართლმსაჯულების  საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში წარმოდგენილი იქნა რეკომენდაციები სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს შორის თანხვედრის  აღკვეთის ღონისძიებების სისტემის, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების, სისხლის სამართლის პროცესის მოწყვლადი მონაწილეების უფლებებისა და მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტრუქციები, მოსამართლის როლი და დისკრიმინაციული მოტივის გამორიცხვა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების დროს. შეხვედრის შედეგად მონაწილეებმა შეიმუშავეს და შეთანხმდნენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკული ასპექტების მიმართ საერთო მიდგომაზე. ასევე შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ერთიანი პრაქტიკის შემუშავებისა და სისხლის სამართლის კანონმდებლობის საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან მიახლოების მიზნით.

ღონისძიება ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის” ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page