Back ევროკავშირს და ევროპის საბჭოს პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

ევროკავშირს და ევროპის საბჭოს პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

ევროკავშირი და ევროპის საბჭო ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბენეფიციარი ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდნენ „პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის“ პროგრამის ადგილობრივი მმართველი კომიტეტის სხდომაზე. მონაწილეებმა ისაუბრეს პროგრამის 2023 წელს მიღწეული შედეგებზე, მოსაზრებები გაცვალეს არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე და განიხილეს 2024 წლის პრიორიტეტული აქტივობები.

საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ოთხი ადგილობრივი პროექტი ხორციელდება. მათი საერთო ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. ეს პროექტები წინა ფაზების განმავლობაში მიღწეულ შედეგებს ეფუძნება და მიზნად ისახავს ხელისუფლების მხარდაჭერას მართლმსაჯულების გაძლიერების და სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზაციის ხელშეწყობაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაციასა და გაძლიერებაში. „პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.

რეგიონულ დონეზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამი პროექტი ხორციელდება. ეს პროექტები მიზნად ისახავს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლას, თანასწორობისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობას და მართლმსაჯულებაზე ქალთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მათი მიზანია გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ხელშესაწყობად პლათფორმის შექმნა და თანამშრომლობის წახალისება.

 

 შეიტყვეთ მეტი  პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“  საქართველოში განხორციელებული საქმიანობის შესახებ

 შეიტყვეთ მეტი პროგრამაზე „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“

 ეწვიეთ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ვებგვერდს


ღონისძიებას ორგანიზებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ქვეშ -„პარტნიორობის კარგი მმართველობისთვის.“ პროგრამა თანადაფიანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორციელებს ევროპის საბჭო.

თბილისი, საქართველო 24 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge