Back პრევენციის ეროვნულმა მექანიზზმა (NPM) მიიღო ახალი მონიტორინგის ინსტრუმენტი პოლიციის მიერ არასრულწლოვანთა მოპყრობის მიმართულებით

პრევენციის ეროვნულმა მექანიზზმა (NPM) მიიღო ახალი მონიტორინგის ინსტრუმენტი პოლიციის მიერ არასრულწლოვანთა მოპყრობის მიმართულებით

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებმა განიხილეს და მიიღეს პოლიციის მიერ არასრულწლოვანთა მოპყრობის ახალი მონიტორინგის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპის საბჭოს სტანდარტებთან და რეკომენდაციებთან თანხვედრაშია.

ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა 2022 წლის 20-21 ივლისს გაიმართა. მონაწილეებმა, ევროპის საბჭოს კონსულტანტთან ერთად განიხილეს, დროებითი მოთავსების იზოლატორებში არასრულწლოვანთა გამოკითხვის და მათდამი მოპყრობის არსებული გამოწვევები.

ხშირად წამოჭრილი საკითხები მოიცავს ინფორმირებული თანხმობის მიღებას, კონფიდენციალურობის წესების დაცვა, არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასება, ისევერ როგორც ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანთა მიმართ მოპყრობას. რეგულარული ეთიკური დილემები და შემთხვევები განხილულ იქნა საერთო გამოსავლის შესამუშავებლად, რომელიც თანხვედრაშია ეროვნულ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციასთან.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში" ფარგლებში, რომელიც შექმნილია ეფექტიანი საპოლიციო ზომების, ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისად გატარებისთვის; დაკავებული პირების უფლებების და პოლიციის მიერ მათი მოპყრობის გაუმჯობესებისთვის; არასრულწლოვან მსხვერპლთა და დამნაშავეთა მოპყრობის შესახებ; პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანად გამოძიებისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი საშუალებებისთვის.

ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.

22 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page