საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის (PDPS) თანამშრომლებმა, ვორქშოპის ფარგლებში, ინფორმაცია მიიღეს კონფიდენციალურობის სფეროში არსებული სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის შესახებ, როგორც ტექნოლოგიის შემუშავებისას, ისე ნაგულისხმევად. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, ზემოთაღნიშნულმა სამსახურმა, ექსპერტიზის ამ ახალ სფეროში გაიდლაინების შემუშავება უნდა უზრუნველყოს.
2023 წლის ივნისში, საქართველოს კანონმდებლობის მონაცემთა დაცვის ზოგადი ევროპული რეგულაციის (GDPR) დებულებებთან და პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს ახალმა კანონმა 2011 წლის მონაცემთა დაცვის აქტი ჩაანაცვლა. GDPR მოითხოვს, რომ მონაცემთა მაკონტროლებელმა ორგანოებმა გაატარონ ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები სისტემების განვითარების ეტაპზევე, და მოახდინონ მხოლოდ საჭირო მონაცემების დამუშავება, სათანადო ინსტრუმენტების გამოყენებით. ამ პროცესს, კონფიდენციალურობა ტექნოლოგიის შემუშავებისას და ნაგულისხმევად ჰქვია. შესაბამისად, ვორქშოპი, მოცემულ სფეროში გაიდლაინების შემუშავების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. ეს ასპექტები აქამდე არასოდეს ყოფილა დარეგულირებული და ამდენად, საქართველოს ხელისუფლებისთვის სიახლეს წარმოადგენდა კონფიდენციალურობის ცნება ტექნოლოგიის შემუშავებისას და ნაგულისხმევად.
შეხვედრამ მონაწილეებს საშუალება მისცა ემსჯელათ ისეთ თემებზე, როგორიცაა მონაცემთა დაცვის ევროპული საკანონმდებლო ბაზა ტექნოლოგიის შემუშავებისას და ნაგულისხმევად, გაეანალიზებინათ GDPR-ის ფარგლებში არსებული ძირითადი კომპონენტები, სამოქმედო არეალი, მის პრაქტიკაში წარმატებით დასანერგად საჭირო ინსტრუმენტები და გაცნობოდნენ აღსრულების იმ მექანიზმებს, რომლებიც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ორგანოების მიერ გამოიყენება მონაცემთა დაცვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის დადგენისას. მიღებული ცოდნა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს საშუალებას მისცემს რომ გაიდლაინები, სფეროში დამკვიდრებული ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით შეიმუშაოს.
ზემოთაღნიშნული აქტივობა განხორციელდა „მედიის თავისუფლების, ინტერნეტ მმართველობისა და პერსონალურ მონაცემთა გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის მიერ.