Back ნარკოტიკების მოხმარებისა და დამოკიდებულების შესახებ პომპიდუ ჯგუფის თვითშეფასების ონლაინ ტესტი უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

ნარკოტიკების მოხმარებისა და დამოკიდებულების შესახებ პომპიდუ ჯგუფის თვითშეფასების ონლაინ ტესტი უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე

პომპიდუს ჯგუფმა, პროექტის - ''ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში  ფარგლებში, ფართო საზოგადოებას წარუდგინა DUDIT-ის (ნარკოტიკების მოხმარების რისკის განმსაზღვრელი თვითშეფასების ონლაინ ტესტი) ქართული ვერსია. ონლაინ თვითშეფასების ინსტრუმენტი, შექმნილია ადამიანებისთვის, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს და სურთ უკეთ გაიგონ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. ონლაინ ტესტი, რომელიც სრულად ანონიმურია, ადაპტირდა, ქართულ, ადგილობრივ კონტექსტზე და ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე drughelp.eu.

DUDIT-ის პრეზენტაციის დროს ქალბატონმა ლიდია ვაგრინეჩმა, ხორვატიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის ეროვნული საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა ხორვატიის წარმატებული გამოცდილება იმ სოციალური მარკეტინგის ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც DUDIT-ზე ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენეს.

გარდა ამისა, ილიას პარასკევოპულოსმა, ადიქციების თერაპევტმა საბერძნეთში მოქმედი დამოკიდებულ პირთა თერაპიული ცენტრიდან - KETHEA, ისაუბრა თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას DUDIT-ის მეშვეობით შეგროვებული მონაცემები სხვადასხვა კვლევებში შედარებითი ანალიზისთვის. ონლაინ ტესტი საშუალებას იძლევა გამოავლინოს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები (მათ შორის ქალები), რომლებიც შესაძლოა მოიხმარდნენ ფსიქოაქტიურ საშუალებებს, თუმცა არ იყვნენ ჩართულნი მკურნალობის ან ჯანდაცვის სხვა სერვისებში.

ღონისძიებას დაესწრო მრავალფეროვანი აუდიტორია, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის, კერძო ნარკოლოგიური დაწესებულებების, ალტერნატივა ჯორჯიას,  კლუბ სინერგიას ადიქტოლოგები,  მკურნალობისა და ზიანის შემცირების სპეციალისტები, ისევე როგორც სოციალური მუშაკები და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრის შედეგად, სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციამ და სახელმწიფო დაწესებულებამ გამოთქვა სურვილი, მიუთითონ DUDIT თავიანთ საინფორმაციო პორტალებსა და ვებ-გვერდებზე.

ონლაინ ტესტის დასაწყებად გადადით მისამართზე  drughelp.eu ან დაასკანერეთ QR კოდი:

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge