Back საბანკო სექტორის წარმომადგენლები თანასწორობის საკითხებზე გადამზადდნენ

საბანკო სექტორის წარმომადგენლები თანასწორობის საკითხებზე გადამზადდნენ

სახალხო დამცველის აპარატთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს საბანკო ასოციაციასთან ერთად, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ჩაატარა ტრენინგი თანასწორობის უფლებისა და კერძო სექტორში დისკრიმინაციის პრევენციის შესახებ საქართველოში მოქმედი საბანკო სფეროს წარმომადგენლებისთვის.

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ეროვნული და ევროპის საბჭოს თანასწორობისა და დისკრიმინაციის პრევენციის სტანდარტები, აგრეთვე განიხილეს დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები. სესიები ფოკუსირებული იყო იმ გამოწვევების გააზრებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ დისკრიმინაციულ და შემავიწროებელ პრაქტიკებს. მონაწილეებს ასევე მიეცათ პრაქტიკული რეკომენდაციები თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. გარდა ამისა, განიხილეს სახალხო დამცველის პრაქტიკა საბანკო სექტორში დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

1-2 ნოემბერი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page