Back სიძულვილის ენის განმარტება ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად

სიძულვილის ენის განმარტება ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად

ქართველმა დაინტერესებულმა მხარეებმა, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აქვთ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, მონაწილეობა მიიღეს სიძულვილის ენის განმარტების საკითხზე მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაში. შეხვედრა მიზნად ისახავდა სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, დაწყებულიყო დისკუსიები სიძულვილის ენის განმარტების მნიშვნელობაზე, ასევე, მის ასახვაზე შესაბამის ქცევის კოდექსებსა და კანონმდებლობაში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს „დაინტერესებული მხარის“ განსაზღვრების პრობლემურ საკითხზე, რომელიც მედიაში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე თვითრეგულირების მექანიზმებში საჩივრის წარდგენისას ვლინდება.

ევროპის საბჭოს რეკომენდაცია სუძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ CM/Rec (2022)16 გამოყენებული იყო დისკუსიების წარმართვისთვის, რომელიც ეხებოდა სიძულვილის ენის განსაზღვრებას და სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ სიძულვილის ენის საწინააღმდეგო ზომების გამოყენებას. გარდა ამისა, საკანონმდებლო კუთხით, წარმოდგენილი იყო ECRI-ის უახლესი რეკომენდაციები საქართველოს შესახებ. ამ მიმართულებით, აღსაშნიშნავია, რომ „ECRI კიდევ ერთხელ იძლევა რეკომენდაციას, რომ შეიცვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, რათა აიკრძალოს რასობრივი შეურაცხყოფა და რასისტული განცხადებების შემცველი მასალების გახმაურება ან გავრცელება რასიზმის მოტივით.”

სემინარის შემდგომ მომზადდება ანგარიში, რომელიც მოიცავს სამომავლო მიმართულებებს სიძულვილის ენის და „დაინტერესებული მხარის“ განმარტების შემუშავების შესახებ. აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილი იქნება 2024 წლის გაზაფხულზე.

სიმანარი განხორციელდა პროექტის -  „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც განაგრძობს ევროპის საბჭოს და საერთაშორისო სტანდარტების პოპულარიზაციას თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ხელშეწყობის, ასევე, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზის ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 13 დეკემბერი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge