Back ტრენინგი სამოქალაქო და სისხლის სამართლის მედიატორებისთვის მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად

ტრენინგი სამოქალაქო და სისხლის სამართლის მედიატორებისთვის მოლაპარაკების უნარების გასაუმჯობესებლად

35 მედიატორმა, 30 ივნისს ორგანიზებული ტრენინგის საშუალებით,  მხარეებს შორის ეფექტური მოლაპარაკებების უნარი გაიუმჯობესა. ტრენინგის მიზანი იყო მედიატორების ხელშეწყობა, მოემზადონ მედიაციისთვის და დავაში ჩართულ მხარეებს შორის ურთიერთდამაკმაყოფილებელი შეთანხმებების მიღწევაში დახმარება, რაც საბოლოო ჯამში მედიაციის ხარისხს შეუწყობს ხელს.

მონაწილეები გაეცნენ მოლაპარაკების ძირითად ცნებებს, მათ შორის ფუნდამენტურ ელემენტებს, დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკების სტრატეგიებს შორის განსხვავებას, ურთიერთსასარგებლო შეთანხმებების მიღწევის ტექნიკას. ტრენინგი მიზნად ისახავდა მოლაპარაკებების დაწყებამდე მომზადებისთვის ეფექტური სტრატეგიების შესამუშავებლად მედიატორების შესაბამისი უნარებით აღჭურვას და მათი ცოდნის გაღრმავებას მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სხვა მხარეების ქმედებების გაგებისა და პროგნოზირების შესახებ. ტრენინგის ფარგლებში მედიატორებმა მონაწილეობა მიიღეს მოლაპარაკების სიმულაციურ სავარჯიშოში, რამაც მათ შესაძლებლობა მისცა გამოეყენებინათ ტრენინგის ფარგლებში ნასწავლი ცნებები და ტექნიკები.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ მიერ.

30 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge