Back ტრენერთა ტრენინგი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის

ტრენერთა ტრენინგი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის

2023 წლის 18-21 აპრილს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა ტრენერთა ტრენინგის მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი გაიმართა 2022 წლის 11-20 დეკემბერს, რა დროსაც ტესტირების საფუძველზე შეირჩა 45 მონაწილე, რომელბიც გადავიდნენ ზემოაღნიშნულ მეორე ეტაპზე. ტრენინგის მიზანია, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საკითხებზე კომპეტენტური ექსპერტებისაგან შემდგარი გუნდის ჩამოყალიბება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გარდა, ტრენინგზე მიმოხილული იყო ქცევის მეცნიერების საკითხები ადამიანის უფლებების კონტექსტში.   

შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

21 April 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page