2021 წლის 15-16 ნოემბერს გაიმართა 2 დღიანი ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებისთვის თემაზე „ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების გამოკითხვის ტექნიკა და კომუნიკაციის სტრატეგიები“.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს ხშირი შეხება აქვთ ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებთან, ამრიგად, მათთან კომუნიკაციის და ურთიერთობის გზების ცოდნა, და მათი საჭიროებების გათვალისწინება, უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ გამოძიებას და ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დარღვევების თავიდან აცილებას.
ტრენინგის პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს: ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების პორტრეტი, ემოციური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრების შესახებ პირადი წარმოდგენები და კომუნიკაციის სუბიექტური ბარიერები, საგამოძიებო ინტერვიურიების ტექნიკები და პატიმარების მონაწილეობა საგამოძიებო პროცესში. ტრენინგის შედეგად, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები უკეთ არიან მომზადებულნი პატიმრებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, ითვალისწინებენ რა მათ ემოციურ მდგომარეობას, და მათი უფლებებისა და ღირსების პატივისცემით მოიპოვებენ უფრო ზუსტ და სანდო ინფორმაციას.
ტრენინგი ორგანიზებულია პროექტის „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.