Back ტრენინგი მენეჯმენტში უფასო იურიდიული დახმარების ბიუროების ხელმძღვანელებისთვის

ტრენინგი მენეჯმენტში უფასო იურიდიული დახმარების ბიუროების ხელმძღვანელებისთვის

2023 წლის 2-5 მაისს, პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში, ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში ორგანიზება გაუწია ტრენერთა ტრენინგს იურიდიული დახმარების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და იურიდიული დახმარების ბიუროების მენეჯერებისთვის. ტრენინგი სულ 15-მა სხვადასხვა დონის მენეჯერმა გაიარა.

ოთხდღიანი ღონისძიება შედგებოდა ევროპის საბჭოს ექსპერტების მიერ შემუშავებული შინაარსობრივი და ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის კომპონენტებისგან. ტრენინგის ფარგლებში ასევე ჩატარდა საცდელი სესიები, რა დროსაც მონაწილეებს მიეცათ ტრენინგის დროს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა.

ტრენინგი არის იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიული დახმარების ბიუროების მართვის და მათი მენეჯერების დანიშვნის სისტემების რეფორმირებას, რათა გაიზარდოს სამსახურის მართვის და საქმიანობის ეფექტიანობა. ინიციატივა ითვალისწინებს სასწავლო მოდულის შემუშავებას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის მართვის მოდელს იურიდიულ დახმარების სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის; პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას; ორგანიზაციის მისიას, ხედვას და ღირებულებებს; სტრატეგიულ აზროვნებას, ორგანიზებას და დაგეგმვას; ბიუროების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებას; გადაწყვეტილების მიღებას, ლიდერობას; გუნდურობას და გუნდის მოტივირებას; ეფექტიან შიდა და გარე კომუნიკაციას; რესურსების მართვას.

ტრენინგ მოდული ინტეგრირებული იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის პროგრამაში, როგორც სავალდებულო ნაბიჯი იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ გახდნენ ბიუროს ხელმძღვანელები. ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე მონაწილეების ნაწილი ჩაერთვება ტრენერთა ბაზაში და გაუძღვება იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ  ორგანიზებულ სამომავლო ტრენინგებს.

ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ ფარგლებში.

5 მაისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page