Back შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები იუმჯობესებენ დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარებს

შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები იუმჯობესებენ დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარებს

საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის (LIO) ეფექტურობის გასაძლიერებლად და საჯარო იმიჯის გასაუმჯობესებლად , 2024 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა ხუთი ინტენსიური ტრენინგი დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარების შესახებ. თითქმის 100 შრომის ინსპექტორი შეძლებს გამოიყენოს ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკა დამსაქმებლებთან, თანამშრომლებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას. ეს კიდევ უფრო გაზრდის მათი ყოველდღიური მუშაობის ეფექტურობას და საშუალებას მისცემს უკეთ გაუმკლავდნენ კონფლიქტებსა და ემოციებს.

უკუკავშირისას მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ სპეციალიზებულმა ტრენინგებმა გააუმჯობესეს მათი ინტერპერსონალური უნარები, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს LIO-ს მანდატის აღსრულებასა და საქართველოში შრომითი უფლებების გაძლიერებაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ, როგორც შედარებით ახლადჩამოყალიბებულმა  იურიდიულმა პირმა, LIO-მ, თანამშრომლებში უნდა გააძლიეროს აღნიშნული უნარები, რათა ეფექტურად შეასრულოს თავისი მოვალეობები. მსგავსი მიდგომა საშუალებას მისცემს შრომის ინსპექციის სამსახურს  შეასრულოს შრომითი უფლებების დაცვის მანდატი და ხელი შეუწყოს ქვეყანაში უფრო სამართლიანი სამუშაო გარემოს შექმნას.

ტრენინგების სერია ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

თბილისი, საქართველო 26 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge