Back ვმუშაობთ ადვოკატებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეებში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით

ვმუშაობთ ადვოკატებთან ერთად სისხლის სამართლის საქმეებში ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით

ადვოკატებისთვის ადამიანის უფლებების სტანდარტის გამოყენებაზე სისხლის სამართლის პროცესში სახელმძღვანელოს შექმნის შემდეგ ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისთვის.

ევროპის საბჭოს ექსპერტმა ადვოკატებთან ერთად განიხილა დაცვის სხვადასხვა საკითხები, რომლებიც განხილულია სახელმძღვანელოში. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა ოჯახში ძალადობა, მტკიცებულებების შეგროვება, თავისუფლების უფლება, სამართლებრივი დახმარების გაწევის მთავარი ასპექტი, საპროცესო შეთანხმება და აღკვეთის ღონისძიებები; სასამართლო პროცესის სამზადისი; დასაშვებობა, სანდოობა და მტკიცებულებათა გაცვლა; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი და საკუთრების უფლება სისხლის სამართლის პროცესში.

სახელმძღვანელო აწვდის ადვოკატებს ყოვლისმომცველ მითითებებს, რათა მათ უკეთ შეძლონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების შესაბამისად იმოქმედონ სისხლის სამართლის საქმეებში კლიენტების წარდგენის დროს.

ტრენინგები ორგანიზებულია პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების  რეფორმების მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის  სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ხორციელდება ევროპის საბჭოს მიერ პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის”  ფარგლებში.

23-24 ოქტომბერი 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page