25 ნოემბერს, თბილისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პარტლამენტის, იუსტიციის სამინისტროს, სახალხო დამცველის, უზენაესი სასამართლოს, პროკურატურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების საკითხი განიხილეს. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქართულ გამოცდილებას და გამოწვევებს, სამთავრობო ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში.
შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია საქართველოს ჰქონდეს გადაწყვეტილებების აღსრულების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შესაბამის მარეგულირებელ ჩარჩოს და არსებულ პროცედურებს.
ღონისძიება ჩატარდა ევროპის საბჭოს პროექტის „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.