Back საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არასაფინანსო სექტორში რისკებზე დამყარებული ზედამხედველობის შესახებ სამუშაო შეხვედრა

საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არასაფინანსო სექტორში რისკებზე დამყარებული ზედამხედველობის შესახებ სამუშაო შეხვედრა

ვროპის საბჭო აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას გააუმჯობესონ არასაფინანსო სექტორზე რისკებზე დამყარებული მიდგომის განხორციელება ფულის  გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიმართულებით.

18-19 აპრილს თბილისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ზემოაღნიშნული ინსტიტუტებისა და ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 24 წარმომადგენელმა განიხილა  საქართველოში არასაფინანსო სექტორზე AML/CFT შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის არსებული გამოწვევები, ტენდენციები და გლობალური სტანდარტები

შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რისკებზე დამყარებული მიდგომა (RBA), ლიცენზირების/რეგისტრაციის პროცესში გასათვალისწინებელი AML/CFT მოთხოვნები და სანქციების დაწესების მექანიზმები. დღის წესრიგი, ასევე, მოიცავდა იმ მრავალმხრივ გამოწვევებზე მსჯელობას, რომელიც თან ახლავს  არასაფინანსო სექტორზე AML/CFT ზედამხედველობას. ანალიზის შედეგად განისაზღვრა მიმართულებები, რომელთა მიმართ განსაკუთრებული ყურადღების დათმობა შესაძლებელს გახდის რისკების შეფასების მიზანმიმართული სტრატეგიის ფორმულირებას.

შესაბამისი პარტნიორების ჩართვითა და საერთაშორისო პრაქტიკაზე ყურადღების გამახვილებით, ღონისძიებამ არა მხოლოდ აღჭურვა მონაწილეები AML/CFT ჩარჩოს უფრო ღრმა ცოდნით, არამედ საფუძველი ჩაუყარა გაძლიერებულ თანამშრომლობასა და კორდინაციას უკანონო ფინანსური საქმიანობით გამოწვეული თანამედროვე გამოწვევების გადასაჭრელად. სამუშაო შეხვედრამ, ასევე ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას აღმოფხვრას MONEYVAL-ის მიერ 2020 წლის შეფასების ანგარიშში გამოვლენილი ის ხარვეზები,  რომელიც შეეხება არასაფინანსო სექტორში AML/CFT ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების აუცილებლობას, ასევე საზედამხედველო ორგანოების მიერ სხვადასხვა სექტორებში არსებული AML/CFT რისკებისა და ვალდებულებების გაუმჯობესებულ გაგებას.

ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთბლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი თანამშრომლობისათვის“ ფარგლებში, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პროექტის „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ საშუალებით.

თბილისი, საქართველო 18-19 აპრილი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge