Back ევროპის საბჭოს პროექტში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროპის საბჭოს პროექტში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გასაძლიერებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართვა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტში აუცილებელია, რადგან მათ შეუძლიათ წარმოადგინონ, დაიცვან,  ხელი შეუწყონ, და გააძლიერონ მოწყვლადი ჯგუფები. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის მიერ შემუშავებული (GREVIO) საბაზისო შეფასების ანგარიში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების  ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონებისა და პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ამ მიზნის მისაღწევად, 2024 წლის 9 ივლისს, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავდა საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით დაგეგმილ თანამშრომლობის ღონისძიებებში მათი ჩართულობის გაძლიერებას.  

სამუშაო შეხვედრის დროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს მათი პერსპექტივები თანამშრომლობის აქტივობებთან და მათ ჩართულობასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით კანონების, საჯარო პოლიტიკისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამების მომზადების, კოორდინაციის და განხორციელების ყველა ეტაპზე, როგორც ეს ხაზგასმულია GREVIO-ს საბაზისო ანგარიშში საქართველოს შესახებ. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის აქტივობებში მონაწილეობითი პროცესის მნიშვნელობას და განიხილეს მოსაზრებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესარბილებლად ამ პროცესში.

შეხვედრის დროს მონაწილეები ასევე გაეცნენ GREVIO-ს შესაბამის მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოიცა საქართველოს შესახებ შეფასების საბაზისო  ანგარიშის სახით. 

საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით ევროპის საბჭოს როლი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერის ნაწილში კვლავაც კრიტიკულია, განსაკუთრებით მიმდინარე გამოწვევების გათვალისწინებით“, აღნიშნა ბაბუცა პატარაიამ, საფარის წარმომადგენელმა.

ღონისძიება განხორციელდა „გენდერული თანასწორობის განმტკიცება და GREVIO-ს რეკომენდაციების იმპლემენტაცია საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“ პროექტის ფარგლებში. პროექტი საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილია.  

თბილისი, საქართველო 9 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge