Back სამუშაო შეხვედრა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის პრობლემატიკაზე

სამუშაო შეხვედრა არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის პრობლემატიკაზე

2015 წლის 13 ივლისს, ევროპის საბჭო, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით აწყობს სამუშაო შეხვედრას არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის თემატიკაზე. შეხვედრა გაიმართება თბილისში, სასტუმრო „რუმსში“.

სწორი კვალიფიკაციის მიცემის საკითხი პრაქტიკაში პრობლემატურია და დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაო შეხვედრა პროკურორებს, მოსამართლეებს, იურისტებსა და სახალხო დამცველის ოფის შორის ღია ამ თემაზე ღია დისკუსიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მთავარი პროკურატურის და სახალხო დამცველის ოფისების წარმომადგენლები ამ საკითხზე თავიანთ ხედვას წარმოადგენენ, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგისტრატურის იურისტი ისაუბრებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, სწორი კვალიფიკაციის მიცემის მნიშვნელობაზე. სამუშაო შეხვედრამ საფუძველი უნდა ჩაუყაროს ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის მუშაობას.

სამუშაო შეხვედრას გახსნიან ბატონები ალესანდრო სავარისი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში და გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე. დისკუსიებს წარუძღვება მოსამართლე რენატ უინთერი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებში მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი.

სამუშაო შეხვედრა ტარდება ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და ევროპის საბჭოს პროექტის "მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება" მხარდაჭერით.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge