Back სამუშაო შეხვედრა - არასრულწლოვნებთან და შრომის სხვა მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები

სამუშაო შეხვედრა - არასრულწლოვნებთან და შრომის სხვა მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებები

5-6 ივლისს, შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლების ორი ჯგუფისთვის ჩატარდა 1 დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა არასრულწლოვნებთან და შრომის სხვა მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის თავისებურებების გაცნობას, რაც დაეხმარება შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებს, გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარები და გამოიყენონ არასრულწლოვანზე და სხვა მოწყვლად პირებზე ორიენტირებული მიდგომები ინსპექტირების პროცესში.

ტრენინგის შედეგად  მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა ისეთ საკითხებზე არასრულწლოვნების და შშმ პირების შესახებ, რაც მათ დაეხმარება ინტერვიურების პროცესის სწორად წარმართვასა და სარწმუნო ინფორმაციის მოპოვებაში:

  • მოზარდობის ასაკის თავისებურებები;
  • არასრულწლოვანთან კომუნიკაციის, მისი ინტერვიურების სტრატეგიები და მიდგომები, მისი საუეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
  • ბავშვის უფლებათა დაცვის, ეთიკის და უსაფრთხოების საკითხები, არასრულწლოვანთა მოტივირება
  • ინტერვიურების ჩატარების დრო და პირობები
  • არასრულწლოვნისთვის დასმული შეკითხვების ტიპები,
  • სტიგმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
  • შეზღუდული შესაძლებლობების გავრცელებული ფორმები
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სპეციფიკა და ურთიერთობის ეთიკური პრინციპები

შეხვედრის დროს გამოყენებული სტრატეგიები, რესურსები და მასალები შეირჩა და მომზადდა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებშიპროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

6 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge