Back სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის - ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის -  ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება ევროპის სოციალური ქარტიის  ანგარიშგების პროცედურის ფარგლებში

ევროპის საბჭოს პროექტმა სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში  გამართა სამუშაო შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის. შეხვედრა მიზნად ისახავდა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ალტერნატიული/ჩრიდილოვანი ანგარიშების მომზადების პროცედურული საკითხების და ჩრდილოვანი ანგარიშების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ევროპის სოციალური ქარტია ევროპის საბჭოს კონვენციაა, რომელიც განამტკიცებს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ხოლო მისი შესრულების თაობაზე ანგარიშგების პროცედურა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქარტიასთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის, რომელსაც სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი ახორციელებს.

შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ადგილობრივმა კონსულტანტმა, მიმოიხილა ევროპის სოციალური ქარტია, მის ფარგლებში ანგარიშების მომზადების პროცედურა და მონაწილეებს გაუზიარა ალტერნატიული/ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადების  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

ჯგუფური სავარჯიშოების სახით, მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე  განიხილეს ევროპის სოციალური ქარტიის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების და სოციალური პარტნიორების მიერ მომზადებული ალტერნატიული ანგარიშები.

დისკუსიის დროს მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი აქტივობების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეფექტიანი და ყოვლისმომცველი ალტერნატიული ანგარიშების მომზადებას. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ასევე განიხილეს აპარატის საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

ღონისძიება ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი წარმოაგდენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

 

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page