Back სამუშაო შეხვედრა პოზიტიური მშობლობის პროგრამის განვითარების შესახებ

სამუშაო შეხვედრა პოზიტიური მშობლობის პროგრამის განვითარების შესახებ

ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფი მხარს უჭერს პოზიტიური მშობლობის პროგრამის განვითარებას საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად პროექტმა ''ნარკოტიკების პრევენციის მხარდამჭერი ქსელის განვითარება მშობლებისთვის და პროფესიონალებისთვის საქართველოში“ ჩაატარა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა 6-7 ივნისს ყაზბეგში, სადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების ჯგუფმა, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განიხილეს პროგრამის კონკრეტული მოდულები, პრაქტიკული სავარჯიშოები და პროგრამის შეფასების ინსტრუმენტები.

პოზიტიური მშობლობის პროგრამის პირველადი ვერსია შემუშავებული იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქოლოგთა მიერ, ხოლო 2023 წლის დასაწყისში მოხდა მისი შეფასება პოლონელი ექსპერტების მხრიდან.

სამუშაო შეხვედრისას განხილულ იქნა ექსპერტული შეფასების დროს გაცემული რეკომენდაციები და შემოთავაზებები. სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფი შეთანხმდა პროგრამის განვითარების შემდგომ ნაბიჯებსა და პროგრამის შეფასების ინსტრუმენტებზე.

პომპიდუ ჯგუფი გააგრძელებს მულტიუწყებრივი სპეციალისტთა გუნდის მხარდაჭერას, რათა წარმატებით მოხდეს პროგრამის დასრულება და პილოტირება, რაც 2023 წლის ბოლოს იგეგმება.  

7 ივნისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page