Back სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიის შესახებ

სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიის შესახებ

2023 წლის 22 ნოემბერს თბილისში გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხილვის სამუშაო ჯგუფის დასკვნითი შეხვედრა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კონსენსუსის მიღწევა ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტზე, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდება საქართველოში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესის გასაძლიერებლად. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე ძირითად საკითხზე:

  1. აღსრულების პროცესში კოორდინაციის გაძლიერება;
  2. დაგროვილი განსახილველი საქმეების განხილვის დაჩქარება და აღსრულების დეპარტამენტთან შესაბამისი და დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  3. პარლამენტის მიერ აღსრულების შიდა მონიტორინგის გაუმჯობესება;
  4. აღსრულების პროცესში მონაწილე აქტორების შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფა.

სამუშაო ჯგუფი შემდგარი იყო ისეთი ძირითადი ინსტიტუტების წარმომადგენლებით, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს უზენაესი სასამართლო, გენერალური პროკურატურა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ამ დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტის ფორმირებაში. სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ევროსაბჭოს აღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ზემოხსენებულ სამუშაო შეხვედრას.

შეხვედრა დასრულდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ეროვნული სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის საბოლოო დოკუმენტის შეთანხმებით და მიღებით.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროპის საბჭოს პროექტის "ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკისა და განათლების დანერგვის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 22 ნოემბერი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge