Back სამუშაო შეხვედრა - სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირების მექანიზმები

სამუშაო შეხვედრა - სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირების მექანიზმები

სამსახურეობრივ ჭრილში დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალური თემა არის. ამის გათვალისწინებით, შრომის ინსპექციის სამსახურმა, მიმდინარე წელი ახალი სამმართველოთი დაიწყო. შრომითი უფლებების ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოიყო ზედამხედველობის სამმართველო სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების აკრძალვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.  როგორც მთლიანად შრომის ინსპექციის სამსახურის ასევე ამ კონკრეტული სამმართველოს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია რათა მათ უკეთესი ხარისხით უზრუნველყონ დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა იდენტიფიცირება და მათთან მართებული კომუნიკაციის დამყარება, დისკრიმინაციის და სექსუალური შევიწროების შემთხვევებში გამარტივებული მონაწილეობა ინფორმაციის მისაღებად და მეორეული ვიქტიმიზაციის არიდება.

3-4 ივლისს, შრომის ინსპექციის 20 თანამშრომლისთვის ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე სექსუალური შევიწროება და მასზე რეაგირების მექანიზმები. ეს ტრენინგი მიზნად ისახავდა არამარტო შრომის ინსპექტორების ცოდნის ამაღლებას არამედ ასევე საკითხის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტების, განსაკუთრებით კი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციისა (სტამბოლის კონვენცია) და ეროვნული კანონმდებლობის, ასევე პრევენციის მექანიზმების გაცნობას; სექსუალური შევიწროების თაობაზე მგრძნობელობისა და ცნობიერების გაზრდის ხელშეწყობას, საქმეთა შესწავლის პრინციპებისა და მეთოდების, ასევე მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის გაცნობას.

ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა სექსუალური შევიწროების (ცნება, დამოკიდებულებები, გავრცელების მასშტაბები), საერთაშორისო და ეროვნული საკანონმდებლო ბაზის, სექსუალური შევიწროებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებული პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრის დროს გამოყენებული სტრატეგიები, რესურსები და მასალები შეირჩა და მომზადდა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებისთვის.

ღონისძიება ორგანიზებულია ერთობლივად ევროპის საბჭოს პროექტების „სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოშიდა ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოშიფარგლებშიპროექტი წარმოადგენს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ სამოქმედო გეგმის ნაწილს.

4 ივლისი 2023
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge