Back თანასწორობის ელჩები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა სწავლების გამავრცელებლები გახდებიან

თანასწორობის ელჩები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები ადამიანის უფლებათა სწავლების გამავრცელებლები გახდებიან

2024 წლის 1-5 ივლისს, თანასწორობის ელჩებმა და სხვადასხვა არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, შრომის ინსპექციის ოფისის და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ ტრენერთა ტრენინგში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა თანასწორობის, მრავალფეროვნების ხელშეწყობის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ორიგინალური, შემოქმედებითი საგანმანათლებლო მეთოდების გამოყენებით მონაწილეების უნარ-ჩვევების განვითარებას. პროგრამის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სწავლების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით გაწეული ძალისხმევის შედეგის შენარჩუნების კუთხით. მონაწილეები გაეცნენ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელოებს (კომპასი", "ბუქმარქსი" და "ჩვენ შეგვიძლია!") რომლებიც გვთავაზობს აქტივობების ეფექტიანად ორგანიზების პრაქტიკულ მაგალითებს, ამაღლებს ცნობიერებას ადამიანის უფლებების საკითხებზე და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ გარემოს.

ტრენინგის შეფასებისას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლიკა ღვინჯილიამ კმაყოფილება და ოპტიმიზმი გამოხატა და განაცხადა რომ: „ეს აქტივობა ადამიანის უფლებათა პროფესიონალების შესაბამისი ცოდნითა და საჭირო უნარებით აღჭურვას ემსახურება, რათა მათ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განათლების  გავრცელების გზით განაგრძონ მუშაობა.“

ევროპის საბჭოს მისწრაფება ხელი შეუწყოს საქართველოში ადამიანის უფლებათა სწავლებას, ხაზს უსვამს მის ინკლუზიური საზოგადოებებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისადმი ერთგულებას. ევროპის საბჭოს ტრენერები მოცემული სწავლებისას განხილულ აქტივობებს საკუთარ თემში დაგეგმავენ. განხორციელების ეტაპზე კი, მონაწილეების მხარდაჭერასა და მენტორობას განაგრძობენ. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვანი წინაპირობაა მონაწილეების მიერ ადამიანის უფლებებისთვის ეფექტიანი ადვოკატირებისა და ადგილობრივ დონეზე პოზიტიურ ცვლილებებს განსახორციელებლად.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა პროექტების ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ და „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოშიფარგლებში. პროექტი ‘’თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში’’ ფინანსდება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ქვეშ, ხოლო პროექტი „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ფაზით.

კახეთი, საქართველო 5 ივლისი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge