Back ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბუდაპეშტიდან აგზავნიან ხმამაღალ და მკაფიო გზავნილს: უთხარი არა სიძულვილს!

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ბუდაპეშტიდან აგზავნიან ხმამაღალ და მკაფიო გზავნილს: უთხარი არა სიძულვილს!

50-ზე მეტი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (YEA) სიძულვილის ენასა და დისკრიმინაციაზე რეაგირების ეფექტურ მეთოდებს გაეცნო. აღნიშნული საშუალებას მისცემს ელჩებს ცვლილებები შეიტანონ თავიანთ თემში თანასწორობისა და მრავალფეროვნების წახალისებისთვის, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც ონლაინ, ასევე, რეალურ სივრცეში.

ბუდაპეშტში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ ტრენინგში - ,,თანასწორობის დაცვის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა“, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებიდან ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა (YEA) მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული ტრენინგი 2023 წელს განხორციელებული ონლაინ ტრენინგის გაგრძელებაა. ევროპის საბჭოს და ევროკავშირის თანამშრომლებისა და ექსპერტების დახმარებით ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა (YEA) განაგრძეს ცოდნის გაღრმავება ადამიანის უფლებების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის და შესაბამისი ალტერნატიული ნარატივების შემუშავების მიმართულებით. 

ასევე, ტრენინგზე წარმოდგენილი იყო ევროპის საბჭოს და მისი ორგანოების, განსაკუთრებით რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) საქმიანობა. ახალგაზრდა ელჩებს (YEA) მიეცათ რჩევები, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ნარატივები მათ საკომუნიკაციო საქმიანობაში. აგრეთვე, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენელი მონაწილეების შთაგონების მიზნით წარმოდგენილი იყო წინა თაობის ელჩების (YEA) მიერ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში დისკრიმინაციის დაუშვებლობის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები. 2020 წლიდან, YEA-ების თავდაპირველი ჯგუფი შეუერთდა ცნობიერების ამაღლების ინიციატივას - ,,დაბლოკე სიძულვილი. გააზიარე სიყვარული“, რომელიც განხორციელდა ჰორიზონტალური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. აგრეთვე, რეგიონული პროგრამების წინა ფაზების ფარგლებში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა ჩატარდა სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

პროგრამა - ,,ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შორის უნარების და იდეების გაზიარებისთვის, და ევროკავშირის ღირებულებებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციისთვის ქსელის შექმნა და განვითარება. ამ კონტექსტში, მათი როლი, ევროპული ღირებულებების და სტანდარტების გათვალისწინებით სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობასა და ალტერნატიული ნარატივების შემუშავებაში ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა, დასავლეთ ბალკანეთის და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონებში თანასწორობის და მრავალფეროვნების განვითარების პროცესში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEA) გააგრძელებენ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას, გამოიყენებენ ალტერნატიულ ნარატივებს, რათა უთხრან ,,არა“ სიძულვილსა და დისკრიმინაციას, და „დიახ“ - ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას, რათა საზოგადოება გახდეს უფრო მრავალფეროვანი და თანასწორი.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის - „თანასწორობის და დისკრიმინაციასთან ბრძოლის ხელშეწყობა: მეტად მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისკენ სვლა“ და ინიციატივის - „თანასწორობის ხელშეწყობა და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ ბალკანეთში“, ფარგლებში. აღნიშნული პროექტი და ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამების - „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ და ,,დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების და თურქეთის ჰორიზონტალური მხარდაჭერა“, ფარგლებში.

ბუდაპეშტი, უნგრეთი 17-19 იანვარი, 2024 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge