პროექტის შესახებ

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მიმართ, მათ შორის ონლაინ, რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ კუთხით, პროექტი აგრძელებს საქართველოს ეროვნული სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობის დახვეწას ლანსაროტის კონვენციის და ლანსაროტის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა დაცვას სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან, მათ შორის ციფრულ გარემოში.

პროექტი დაფუძნებულია 2022-2023  წლებში ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის  „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში“ ფარგლებში გამოვლენილ გამოცდილებასა და მიგნებებზე.2024-2026 წლის განმავლობაში, პროექტი განხორციელდება  ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების სამმართველოსა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მჭიდრო თანამშრომლობით.

 პროექტის ბიუჯეტი: 650 000 ევრო

 პროექტის ხანგრძლივობა: 1 ივნისი 2024 - 31 მაისი 2026

 პროექტის ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფა საქართველოში: ბავშვთა დაცვა და პრევენცია ძალადობისგან, მათ შორის ციფრულ გარემოში მეორე ფაზა

მეთოდოლოგია

პროექტი მეთოდოლოგია მოიცავს, სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობაზე გაცემული რეკომენდაციების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების კომბინაციას.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები

პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად

საქართველოში მცხოვრები ბავშვები და მშობლები

სამოქალაქო საზოგადოება

პროექტის მიზნები

  • კანონმდებლობის და პოლიტიკის დახვეწა

საქართველოს ეროვნული სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩო კანონმდებლობის რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება, ევროპის საბჭოს სტანდარტების, ლანსაროტის კომიტეტისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის კუთხით, მათ შორის ციფრულ გარემოში.

  • ტრენინგი და შესაძლებლობების განვითარება

გააძლიეროს მოსამართლეების, პროკურორების, გამომძიებლების და სხვა პროფესიონალების შესაძლებლობები ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის საკითხებში, მათ შორის ციფრულ გარემოში.

პროექტი ეყრდნობა წინა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებს, რათა გააძლიეროს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების შესაძლებლობები სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეთა უფლებების ეფექტურად დასაცავად.

  • ცნობიერების ამაღლება

გააძლიეროს ბავშვების და მშობლებისა ცნობიერება, ასევე ზრდასრულების რომლებიც მუშაობენ ბავშვებისთვის და ბავშვებთან ერთად, ბავშვზე სექსუალური ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის  ფენომენის თაობაზე, მათ შორის ონლაინ სივრცეში, თუ როგორ ამოიცნონ, როგორ შეტყობინონ შესაბამის ორგანოს და როგორ დაეხმარონ მათ.  


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge