საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება
პროექტის შესახებ
პროექტის მიზანია გააგრძელოს ევროპის საბჭოსა და საერთაშორისო სტანდარტების იმპლემენტაციის ხელშეწყობა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ასევე გააძლიეროს შესაბამისი საჯარო ინსტიტუტების, სამართალდამცავი ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ა.შ შესასაძლებლობები ეფექტიანად ებრძოლონ და აღკვეთონ კორუფცია, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება ქვეყანაში უფრო ეფექტიანი და სტაბილური საკანონმდებლო, ინსტიტუტიონალური და ოპერატიული ჩარჩოს შემუშავების გზით, რომლებიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის - პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის - მესამე ფაზის ფარგლებში, 2023 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში. იგი, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ამავე პროგრამის პირველი და მეორე ფაზებისას მიღწეულ შედეგებს დაეყრდნობა (I ფაზა: 2015-2018; II ფაზა 2019-2023).
პროექტის ბიუჯეტი: 665 000 ევრო
პროგრამის მთლიანი ბიუჯეტია 19,3 მილიონი ევრო. 80% დაფინანსებულია ევროკავშირის და 20% ევროპის საბჭოს მიერ.
პროექტის ხანგრძლივობა: 2023 წლის 1 მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე
მეთოდოლოგია
საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის/საკანონმდებლო, შესაძლებლობების გაძლიერებისა და ცნობიერების ამაღლების აქტივობების მეშვეობით.
პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
პროექტის პარტნიორი/ბენეფიციარი უწყებებია:
- საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მათ შორის, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური)
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
- საქართველოს ეროვნული ბანკი
- საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
- საქართველოს იურისტთა ასოციაცია
- იუსტიციის სამინისტრო (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნოტარიუსთა პალატა)
- საქართველოს გენერალური პროკურატურა
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
- იუსტიციის უმაღლესი სკოლა
პროექტის მიზნები
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია;
- კორუფციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები შემუშავებულია.
როგორ მივიღოთ მეტი ინფორმაცია?
- პროექტს განახორციელებს ევროპის საბჭო, კერძოდ კი ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის განყოფილების (ECCD) საშუალებით (ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დირექტორატი, DGI).
- პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის
ვებგვერდი: http://partnership-governance-eu.coe.int/
ელ-ფოსტა: dpc_pgg@coe.int - ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
ვებგვერდი: Council of Europe Office in Tbilisi (coe.int);
ელ-ფოსტა: informtbilisi@coe.int
„პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ (PGG) არის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი ინიციატივა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კარგი მმართველობის გასაძლიერებლად.
PGG უზრუნველყოფს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას მათი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. კერძოდ, ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშინაო რეფორმებს მართლმსაჯულების გაძლიერების, ეკონომიკური დანაშაულისადმი წინააღმდეგობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის, ქალების მიერ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. PGG მხარს უჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის დღის წესრიგში, ევროპის საბჭოს სტანდარტების შესაბამისად.
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72