შეშფოთებული ვადევნებ თვალს ჩვენს წევრ ქვეყანაში, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტის მიერ 7 მარტს პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ნებისმიერი ასეთი კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოითხოვოს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის შეფასება და გაითვალისწინოს მისი რეკომენდაციები. დინამიური და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა დემოკრატიის ფუნქციონირების საფუძველია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქოს საზოგადოების მონაწილეობით უზრუნველყოს შინაარსიანი და მშვიდობიანი პოლიტიკური დიალოგი.