Back არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპის საბჭომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რეაგირების შიდა და საერთაშორისო მექანიზმები განიხილა

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ევროპის საბჭომ დისკრიმინაციის წინააღმდეგ რეაგირების შიდა და საერთაშორისო მექანიზმები განიხილა

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და თანასწორობის ელჩებმა აიმაღლეს ცნობიერება დისკრიმინაციის წინააღმდეგ რეაგირების შიდა და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ. საინფორმაციო შეხვედრისას პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს დისკრიმინაციის წინააღმდეგ რეაგირების სისტემა მათ შესაბამის უწყებებში და უპასუხეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებს. ხოლო შემდგომ, ევროპის საბჭოს ექსპერტმა ჩაატარა ტრენინგი საერთაშორისო გასაჩივრების მექანიზმების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურისა და შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცოდნის ამაღლებას საქართველოში და საერთაშორისო დონეზე არსებული სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების შესახებ და ამ მექანიზმების გამოყენების ეფექტური წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

შეხვედრას და ტრენინგს ესწრებოდნენ უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და თანასწორობის ახლად შერჩეული ელჩები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პრაქტიკული ინფორმაცია და კომუნიკაციის უკეთეს საშუალებებზე ემსჯელათ.

ეს აქტივობა ხორციელდება პროექტის „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.  პროექტი ფინანსდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

7-8 ივლისი 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page