Back ქართველმა ბუღალტრებმა და აუდიტორებმა განიხილეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და სექტორისათვის დამახასიათებელი რისკები

ქართველმა ბუღალტრებმა და აუდიტორებმა განიხილეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შესაბამისობა და სექტორისათვის დამახასიათებელი რისკები

ევროპის საბჭომ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან (SARAS) ერთად გამართა ონლაინ ტრენინგი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) მიმართულებით შესაბამისობა საბუღალტრო/აუდიტორული სექტორისათვის“.

ღონისძიება მიზნად ისახავდა დაეხმაროს SARAS-ს, რომელიც წარმოადგენს ეროვნულ დონეზე სექტორის AML/CFT საზედამხედველო ორგანოს, აამაღლოს ცნობიერება და მიაწოდოს ინფორმაცია ბუღალტრებსა და აუდიტორებს სექტორში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ. შეხვედრის სხვა საკითხები მოიცავდა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების, ყველაზე ხშირად გამოყენებული AML/CFT ტიპოლოგიებისა და საყურადღებო ნიშნების (red flags) განხილვას. ფულის გათეთრების შესახებ საქართველოს კანონით ბუღალტრები და აუდიტორები წარმოადგენენ მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს, რის გამოც ტრენინგი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი კანონის ეფექტური განხორციელების მიმართულებით.

კერძო სექტორის 40 წარმომადგენლის გარდა, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს SARAS-ისა და საქართველოს ფინანსური მონტორინგის სამსახურის (ფინანსური დაზვერვის სამსახური) წამომადგენლებმა, რამაც ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას საზედამხედველო ორგანოს, ფინანსური დაზვერვის სამსახურსა და მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს შორის. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელმა განიხილა 2019 წლის მიღებული AML/CFT საკანონმდებლო ჩარჩო, ასევე საქართველოში ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიშის (2019) მიხედვით საბუღალტრო/აუდიტორული სექტორისათვის დამახასიათებელი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა მიეღოთ პასუხები მათ ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებზე, რომლებიც შეეხებიან კლიენტის იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას, საეჭვო გარიგებებისა და ტრანზაქციების  შესახებ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშის გაგზავნას, რისკებზე დამყარებული მიდგომის ეფექტურ გამოყენებას.

2022 წლის დასაწყისში დაგეგმილია ორი დამატებითი ტრენინგის ჩატარება SARAS-ის მიერ მიღებული შემდგომი მოთხოვნისა და ასევე,  მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან (ბუღალტრები/აუდიტორები) მიღებული დიდი რაოდენობით მოთხოვნის გამო.

აღნიშნული შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს შესაბამისი ინსტიტუტების ძალისხმევას განახორციელონ  MONEYVAL-ის (ურთიერთ შეფასების ანგარიში 2020) რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავენ ეფექტური AML/CFT ზედამხედველობის შექმნას,  ზედამხედველებისა და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ  სექტორისათვის დამახასიათებელი AML/CFT რისკებისა და შესაბამისი AML/CFT ვალდებულებების სათანადოდ გაგებას.

ეს ტრენინგი წარმოადგენს იმ აქტივობების სერიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს არაფინანსური ინსტიტუტების შესაბამისობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოთხოვნებთან

ღონისძიება განხორციელდა პროექტის „კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში“ მიერ, რომელიც ფინანსდება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოსაგან და რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ევროპის საბჭო პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის II ფარგლებში. 

ონლაინ ღონისძიება 20 დეკემბერი, 2021
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page