15 ნოემბერი 2021 – ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა თანასწორობის კვირეული (15-24 ნოემბერი) გახსნეს. თანასწორობის კვირეული ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ აღინიშნება. მისი მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ.
თანასწორობის კვირეულის გახსნითი ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (ჯიტა). ღონისძიებაზე გაიმართა თანასწორობის ჰაკათონის პროდუქტების, როგორიცაა ინტერაქტიული თამაში თანასწორობის შესახებ, ეტლების რუკა და რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ პრეზენტაცია. ნატალია ვუტოვამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა და ნინო მაჭარაშვილმა, ფორსეტის დირექტორმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს. ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამოეცადათ თანასწორობის ჰაკათონის პროდუქტები თანასწორობის თამაში და ინტერაქტიული რუკები. ინტერაქტიული თამაში თანასწორობის შესახებ, ეტლების რუკა და რუკა გენდერული თანასწორობის შესახებ კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფეისბუქ გვერდზე თანასწორობის კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდება.
კვირეულის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან, იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სახალხო დამცველის აპარატთან, თანასწორობის ელჩებსა და სხვა აქტივისტებთან ერთად მოეწყობა საინფორმაციო სესიები, ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სამართლებრივი მექანიზმების, დისკრიმინაციის, ტოლერანტობის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ღონისძიებების გარდა, რითეილ ასოციაციის წევრი მაღაზიები თანასწორობის მხარდამჭერ პროდუქტებსა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სამართლებრივი მექანიზმების შესახებ საინფორმაციო მასალებს გამოფენენ. აღნიშნული პროდუქტები ბათუმისა და თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
გაიგეთ უფრო მეტი თანასწორობის კვირეულის აქტივობების შესახებ კამპანიის მე ვირჩევ თანასწორობას Facebook გვერდიდან: https://www.facebook.com/IChooseEquality/
თანასწორობის კვირეული ხორციელდება კამპანიის „მე ვირჩევ თანასწორობას“ ფარგლებში, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინდააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ნაწილია. პროექტი ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.