2 და 3 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის გამომძიებლებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა ცოდნა გაიღრმავეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი; ასაკობრივი თავისებურებების გავლენა არასრულწლოვნის ქცევაზე მოზარდთა ანტისოციალური ქცევის დამცავი და რისკ-ფაქტორები; დაზარალებული და მოწმე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური პორტრეტი; დაზარალებულ და მოწმე არასრულწლოვანთან ურთიერთობის სპეციფიკა:
ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში, რომლის მიზანია დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა, არასრულწლოვან მსხვერპლ/დამნაშავეთა მხარდაჭერა, არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა, პოლიციის მიერ ჩადენილი არამართლზომიერი ქმედებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გასაჩივრების მექანიზმების გაუმჯობესება.
ვმუშაობთ ერთად ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის გასაუმჯობესებლად!