Back პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე

საქართველოში საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება ნეგატიურ გავლენას ახდენს დემოკრატიზაციასა და საარჩევნო გარემოზე. 12 ივლისს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის საპარლამენტო და არა-საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, იმსჯელეს საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა, მათ შორის ახალგაზრდა ლიდერებმა, გაიღრმავეს ცოდნა სიძულვილის ენისა და სიძულვილის წაქეზების სფეროში ევროპის საბჭოს სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტრუმენტების, ასევე ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო პრაქტიკის შესახებ.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ პოლარიზაცია და საარჩევნო პროცესებში სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები რჩება გამოწვევად და იწვევს ჯანსაღი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს დექსტრუქციას. აუცილებელია შემდგომი ძალისხმევა, მათ შორის რეგულირების ან თვით-რეგულირების მექანიზმების შემდგომი დახვეწის თვალსაზრისით, რათა შემცირდეს სიძულვილის ენის შემთხვევები საარჩევნო კამპანიის დროს. მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში პარტიის აქტივისტებს შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ პოლიტიკური კულტურულის შეცვლაში - პოლარიზაციისა და სიძულვილის ენისაგან თავისუფალი საარჩევნო გარემოსათვის.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

Tbilisi, Georgia 12 ივლისი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page