იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა ზრდა
პროგრამა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ევროპის საბჭოს საბიუჯეტო დაფინანსებითა და ნიდერლანდების სამეფოს ხელშეწყობით ხორციელდება
Strengthening the Capacity of the High School of Justice of Georgia: Learning from peers - a study visit to the Portuguese Center for Judicial Studies
პროგრამა მიზნად ისახავს:
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნქციონირების გაძლიერებას ევროპული სტანდარტების შესაბამისად;
სკოლის შესაძლებლობათა გაუმჯობესებას სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების მიმართულებით;
სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
სკოლისთვის დახმარების გაწევას სასამართლო მენეჯმენტის თანამედროვე ხერხებზე და საშუალებებზე ახალი კურიკულუმების შემუშავებაში;
სკოლის მასწავლებლების ახალი მეთოდოლოგიების და მასალების გამოყენების უნარების გაუმჯობესება;
სასამართლოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეებისთვის ახალი უნარების შეძენაში დახმარების გაწევა სასამართლოების მენეჯმენტის და მართვის თანამედროვე საშუალებების უკეთ გამოყენების მიზნით.
პროგრამის პარტნიორები არიან
• იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მისი მმართველი ორგანოები და მასწავლებლები;
• იუსტიციის სამინისტრო;
• იუსტიციის უმაღლესი საბჭო;
• ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.
საქმიანობა
ჩატარდა სკოლის ყოვლისმომცველი საჭიროებათა კვლევა;
შემუშავდა სკოლის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმა;
სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა;
გაიმართა სასწავლო ვიზიტი ჰოლანდიის მოსამართლეებისა და პროკურორების სასწავლო ცენტრში;
მუშავდება კურიკულუმი სასამართლოს მენეჯერების სასწავლო კურსისთვის;
იუსტიციის უმაღლესი სკოლისთვის მუშავდება ტრენერთა ტრენინგის სასწავლო კურსი სასამართლოს მენეჯმენტის საკითხებზე;
იგეგმება პილოტური ტრენინგი სასამართლოს მენეჯერებისთვის.