საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, 2017 წლის 21-25 აპრილს ევროპის საბჭო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სასწავლო ვიზიტს უწევს ორგანიზებას საფრანგეთში.
ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის ბ-ნი გიორგი შარაბიძის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოთა წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საარჩევნო ადმინისტრაციასთან, და ექსპერტებთან, ხოლო 23 აპრილს ცესკოს წარმომადგენლები უშუალოდ დააკვირდებიან საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურს.