პროექტის აღწერილობა

თანამშრომლობის პროექტი „იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის“ მხარს უჭერს იურიდიული დახმარების მიმწოდებლებს საქართველოში, რათა გაზარდონ სერვისების ეფექტიანობა, ოპერატიულობა და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში და უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში. პროექტი მხარს უჭერს იურიდიული დახმარების სამსახურს კანონმდებლობის რეფორმირებაში და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდაში მისი გაფართოებული მანდატის შესაბამისად. პროექტი ასევე შეიმუშავებს ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც მიმართულია იურიდიული მომსახურების ხარისხისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე. პროექტი მუშაობს იურიდიული დახმარების პროვაიდერებთან ქვეყანაში არსებული სერვისების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, მათ შორის სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში და ხელს უწყობს კოორდინაციას მართლმსაჯულების სექტორის აქტორებს შორის.

პროექტის პარტნიორები და ბენეფიციარები
  • იურიდიული დახმარების სამსახური;
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;
  • საქართველოს პარლამენტი;
  • მართლმსაჯულების სექტორის სხვა პროფესიონალები.
ბიუჯეტი
580 000 ევრო
ხანგრძლივობა
24 თვე, 15/12/2021 – 14/12/2023
საკონტაქტო ინფორმაცია

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის ქვეშ არსებული ადამიანის უფლებათა, მართლმსაჯულებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის სტანდარტების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლობის პროგრამების განყოფილება, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

პროექტის კოორდინატორი

ბაშაკ ბოიოღლუ

პროექტის უფროსი ოფიცერი

ბაქარ ჯიქია

პროექტის თანამშემწე

არჩილ ფაშალიშვილი