ევროპის საბჭოს პროექტი „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ მიზანად ისახავს გამოცდილების გაზიარებას, შესაძლებლობების განვითარებას, ადვოკატირებასა და ცნობადობის ამაღლებას პოლიტიკის შემქმნელებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის, რათა მათ შეძლონ:

  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ეროვნული კანონმდებლობისა და მონიტორინგის მექანიზმების შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან (კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიასა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპულ ჩარჩო კონვენციასთან);
  • მათი ეფექტური განხორციელება
  • საზოგადოების თვითშეგნების გაზრდა იმ კანონების შესახებ, რომელთაც წვლილი შეაქვთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მშვიდობისა და კეთილდღეობის განვითარებაში
პროექტის შეჯამება
2018 წლის კვლევის ანგარიშის შედეგები
პროგრამის სიახლენი

Back „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ - კვლევის შედეგებს ევროპის საბჭო სამშაბათს წარადგენს

„სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ - კვლევის შედეგებს ევროპის საბჭო სამშაბათს წარადგენს

სამშაბათს, 15 თებერვალს, პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ დახურვის ონლაინ ღონისძიებაზე, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში პროექტის შედეგებს და კვლევის  „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“ ძირითად მიგნებებს წარადგენს.

პროექტის ოთხწლიანი მუშაობა მოკლემეტრაჟიან ვიდეოში იქნება შეჯამებული. პროექტის პარტნიორების, ევროპის საბჭოსა და დანიის თანამშრომლობის პროგრამის (DANEP)-ის წარმომადგენლები პარტნიორ ინსტიტუციების, საელჩოების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ პროექტის ძირითად შედეგებს.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი იქნება საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა საქართველოში სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ, მათ შორის 2018 და 2021 წლების შედეგების შედარება. კვლევა ჩატარდა  CRRC საქართველოს მიერ.

კვლევაში წარმოდგენილია საზოგადოების აღქმისა და ინფორმირებულობის შეფასება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მრავალფეროვნება ქართულ საზოგადოებაში; უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის გავრცელების მასშტაბები ქართულ საზოგადოებაში და მათი გავლენა კონკრეტულ ჯგუფებზე; დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ არსებული ეროვნული კანონმდებლობა; დარღვეული უფლებების აღმდგენი მექანიზმები და მათი ეფექტიანობაა; აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა აქტორის მუშაობა.

ღონისძიება ჩატარდება ონლაინ, სამშაბათს, 2022 წლის 15 თებერვალს, 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. ქართულ-ინგლისური თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება. ღონისძიებაზე დასწრებით დაინტერესებულმა მედიამ უნდა მოითხოვოს ღონისძიების ბმული ქვემოთ მოცემული საკონტაქტო პირისგან.

საკონტაქტო პიროვნება: ნათია ქანთარია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში; ელ. ფოსტა:  Natia.Kantaria@coe.int  

ღონისძიება ტარდება ევროპის საბჭოს პროექტის “დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2020-2023 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვითა და დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით.

თბილისი, საქართველო 14 თებერვალი, 2022
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page
მეთოდოლოგია

პროექტი გაზრდის მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობებს, მათ შორის იმ ადამიანებისა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ. შედეგად, ისინი შეძლებენ საკუთარი უფლებებით სრულად სარგებლობას და ასევე ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. პროექტი უზრუნველყოფს:

  • ანტიდისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობის გადახედვის მხარდაჭერას რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის რეკომენდაციებისა და ევროპის საბჭოს სხვა სტანდარტების შესაბამისად;
  • დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის შექმნაში დახმარებას;
  • ტრენინგების ჩატარებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ანტიდისრკიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ კანონმდებლობასა და პოლიტიკაზე,  ევროპის საბჭოს შესაბამისი სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თაობაზე მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის;
  • ცნობიერების გაზრდას ადამიანის უფლებებისა და  ანტიდისკრიმინაციის შესახებ და ასევე მათი დაცვის მნიშვნელობაზე დემოკრატიის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ქართულ საზოგადოებაში.
მხარდამჭერი პარტნიორი

პროექტი განხორციელებულია დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) მხარდაჭერით საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ქვეშ.

ხანგრძლივობა

2018 წლის თებერვალი - 2021 წლის დეკემბერი

კონტაქტი

პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს ანტი-დისკრიმინაციის დეპარტამენტი (DG2) და ადამიანის უფლებათა დაცვისა და თანამშრომლობის დეპარტამენტი (DG1) ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან ერთად.

საკონტაქტო პირი:

საკანონმდებლო განხილვის, მონაცემთა შეგროვების, შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების შესახებ

  • ნინო გობრონიძე

იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების შესაძლებლობების განვითარების შესახებ:

  • გიორგი გიორგაძე
პუბლიკაციები