Back Georgian AML/CFT Interagency Council Working Group receives advice on National AML/CFT Risk Assessment process

Georgian AML/CFT Interagency Council Working Group receives advice on National AML/CFT Risk Assessment process

ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში ევროპის საბჭო მართავს სამუშაო შეხვედრას AML/CFT უწყებათშორისი საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებისათვის. შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

შეხვედრის მიზანია ევროპის საბჭოს ექსპერტის რეკომენდაციების გაცნობა, რომლებიც შემუშავდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების  მიზნით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ შეგროვებული დოკუმენტების საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი, ასევე, განიხილავს დამატებითი ინფორმაციის შეგროვების საჭიროებებსა და პარამეტრებს, ეროვნული რისკების შეფასების პროცესის დასრულებისათვის საჭირო სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ვადებს. ევროპის საბჭოს ექსპერტი სამუშაო ჯგუფის წევრებს, ასევე, მიაწვდის ინფორმაციას ეროვნული რისკების შეფასების  ანგარიშის ზოგადი სტრუქტურის შესახებ.

შეხვედრა წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს სახელმწიფო უწყებებისათვის განხორციელებული ტექნიკური დახმარების ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნისათვის ეროვნული რისკების შეფასების პირველი დოკუმენტის შემუშავებაში დახმარებას და ორგანიზებულია პროექტის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“   (ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის)  ფარგლებში.

თბილისი, საქართველო 19 მაისი, 2017
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page

საქართველოს ოფისში 48 ადამიანი მუშაობს, რომელთა უმრავლესობა თანამშრომლობის სხვადასხვა პროექტებშია ჩართული. ამ პროგრამების მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ევროპის საბჭოს სტანდარტების შესრულებაში ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 27 ევროკავშირის წევრია. ჩვენს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც ევროპაში ადამიანის უფლებების დაცვის ქვაკუთხედი გახლავთ. 


 


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge