პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ დაფინანსებულია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული ქმედებების გაძლიერებას შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვას  როგორც თბილისში ისე რეგიონებში, რათა ხელი შეეწყოს ადამიანის უფლებების დარღვევის დასაცავად ან მისი პრევენციისთვის ეროვნული მექანიზმების განხორციელებას.

პროგრამის მიზნები
  • სახალხო დამცველის შესახებ კანონში ცვლილებების, როგორცადგილობრივი უფლებადამცველი ინსტიტუციების გზამკვლევის, განხილვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული პარიზის პრინციპები 1993 წ)
  • სახალხო დამცველის  აპარატის გაძლიერება საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში „სასამართლოს მეგობრის“ წარდგენისას
  • სახალხო დამცველის აპარატის რეგიონალური ოფისების გაძლიერება ინდივიდუალურ საქმეებთან დაკავშირებით
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური უნარების გაძლიერება შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის  წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე მოწყვლადი ჯგუფების და სოციალური უფლებების დაცვისთვის.
პროგრამის სიახლენი

Back ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი წერის ტექნიკები“

ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი წერის ტექნიკები“

2016 წლის 19-20 ნოემბერს ევროპის საბჭოს ოფისისა და სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სამართლებრივი წერის ტექნიკები“. ტრენინგის მიზანი იყო სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლების სამართლებრივი წერის უნარების გაძლიერება.

ტრენინგის შედეგად სახალხო დამცველის ოფისი თანამშრომლებმა აიმაღლეს ცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ანგარიშის ეფექტურად წერა, აკადემიური წერის სტილი, სამართლებრივი დოკუმენტების სტრუქტურა, დასაბუთება და ტექნიკური ასპექტები. ევროპის საბჭოს ქართველი და უცხოელი ექსპერტების გუნდმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარა სახალხო დამველის ოფისის მიერ შემუშავებული სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე შემუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები.

ტრენინგი ჩატარდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სატრასტო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page