ახალი ამბები
მოწვევა ტენდერზე - პროექტი „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“
ევროპის საბჭოს პროექტი „გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის მხარდაჭერა საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე შემდეგი თემ(ებ)ის გარშემო: ჟურნალისტების დაცვა და უსაფრთხოება (კანონი და პრაქტიკა) მედიის რეგულირება (მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონისა და შესაბამისი...
განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა
მოწვევა ტენდერზე - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ღონისძიებების განხორციელება
ევროპის საბჭო ამჟამად ახორციელებს ორ პროექტს „თანასწორობის გაძლიერება და დისკრიმინაციის დაუშვებლობა საქართველოში “ და „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს პროვაიდერების ბაზის შესაქმნელად,...
კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ შემდეგი განცხადება გაავრცელა: „კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად დაიცვას ევროპული სტანდარტები ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით და გზა გაუხსნას ეროვნულ დონეზე თავისუფალი და...
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ ‘უცხოური გავლენის’ კანონთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შეცვლით
3 თებერვალს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ე.წ. ‘უცხოური გავლენის’ კანონის გადახედვაზე პასუხისმგებელი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის სტატუსზე შეთანხმების მისაღწევად. აღნიშნული ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება...
ქართველმა პედაგოგებმა პომპიდუს ჯგუფის ტრენინგის მეშვეობით ნარკოტიკების პრევენციის სფეროში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს
ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფმა ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მეორე ეტაპი დაასრულა. აღნიშნული ტრენინგი, რომელიც სასკოლო გარემოში პრევენციული ძალისხმევის გაძლიერებას ემსახურება, მიმდინარე წლის 24-26 იანვარს და 31 იანვარი-2 თებერვალს კაჭრეთში ჩატარდა. კასკადური ტრენინგების ფარგლებში, ნარკოტიკების...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მწუხარებას გამოხატავს ქართული დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ასამბლეა
„ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, დატოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ დღეს საღამოს კენჭისყრის შედეგად დელეგაციის მანდატები გარკვეული პირობებით დაადასტურა,“ – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა, თეოდოროს...
კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს 3-4 თებერვალს ეწვევა
მისიის მიზანია არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე მდგარი გამოწვევების შეფასება, განსაკუთრებით მომავალი ადგილობრივი არჩევნების კონტექსტში. დელეგაცია კონგრესის პრეზიდენტი მარკ კულსის, რეგიონების პალატის პრეზიდენტი სესილია დალმან-ეეკის და ადგილობრივი თვითმმართველობის...
საქართველო: დაცული იქნას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პასუხისმგებლობა დაეკისროთ ადამიანის უფლებების დამრღვევებს და შეწყდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაცია
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს 2025 წლის 21-23 იანვარს ეწვია. მან საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და გახსნილი დისკუსიებისთვის. ვიზიტის დროს კომისარმა აქტიურად იმუშავა ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან. იგი აღფრთოვანებას...
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოში ბრუნდება პერიოდული ვიზიტის დასასრულებლად
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა შეეფასებინა 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი) პატიმრობაში მყოფი პირების მოპყრობის პირობები. აგრეთვე, დელეგაციამ შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS)...
3-4 თებერვალს კონგრესის საპრეზიდენტო დელეგაცია საქართველოს ეწვევა
მისიის მიზანია, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, შეაფასოს ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არსებული სირთულეები და განიხილოს 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების ორგანიზება, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისობაში ჩატარება....
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი პრესკონფერენციას გამართავს თბილისში
ხვალ, 20 დეკემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე (10:00 ცენტრალური ევროპის დროით) ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე პრესკონფერენციას გამართავს სასტუმრო "პულმანში." კონფერენცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროპის საბჭოს ვებგვერდზე. გენერალური მდივანი ანგარიშს წარუდგენს საზოგადოებას თავისი...
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
18 დეკემბერს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩავა. ვიზიტისას გენერალურ მდივანს თან ახლდებიან ადამიანის უფლებათა და სამართლის უზენაესობის, ასევე დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატების ხელმძღვანელები. ვიზიტი იმართება პოლიტიკური და...
სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისთვის წარსადგენი საქართველოს ეროვნული ანგარიშების ხარისხის გაუმჯობესება
2024 წლის 16-17 დეკემბერს, ევროპის საბჭოს სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტისთვის (ECSR) წარსადგენი საქართველოს ეროვნული ანგარიშის ხარისხის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის...
პომპიდუს ჯგუფმა ქართველი მასწავლებლებისთვის ნარკოტიკების და ფსიქოაქტიური ნივთიერებების პრევენციის სასწავლო პროგრამა დაიწყო
ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა ტრენერთა ტრენინგის პროგრამის პირველი ეტაპი სახელწოდებით „შესავალი ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაში“. მიმდინარე წლის 7-8 და 14-15 დეკემბერს კახეთის რეგიონში ჩატარებული აღნიშნული კასკადური ტრენინგები მიზნად...
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელება
“შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას”...
გენერალური მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა...
HUDERIA: ახალი ინსტრუმენტი, რომელიც AI სისტემების ადამიანის უფლებებზე გავლენას აფასებს
ევროპის საბჭოს ახალი ინსტრუმენტი ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემების რისკებისა და გავლენის შეფასების სახელმძღვანელო და სტრუქტურირებულ მიდგომის უზრუნველყოფის საშუალებაა. HUDERIA-ს მეთოდოლოგია სპეციალურად შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად და...
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეისწავლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი პირების, მათ შორის თბილისში მიმდინარე სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ გამოყენებული მოპყრობა და გარანტიები. ასევე გაეცნო რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მდგომარეობა. გარდა ამისა,...
ვაკანსიები ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისში
გაქვთ გამოცდილება პროექტების განხორციელებაში? ხართ მოტივირებული და გაინტერესებთ მონაწილეობითი დემოკრატია, მრავალდონიანი მმართველობისა და ადამიანის უფლებების საკითხები? გსურთ იმუშაოთ დინამიურ და კრეატიულ გუნდში? თუ ასეა, ეს ვაკანსია შეიძლება თქვენთვის საინტერესო იყოს. პროექტი „მონაწილეობითი და...
ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში - მაღალი დონის შეხვედრა თბილისში
სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მაღალი დონის შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მათი ბრძოლა, შენი მომავალი - ამ სახელწოდებით გამართული ღონისძიება მიეძღვნა ქალთა უფლებადამცველების დაცვასა და გაძლიერებას საქართველოში. შეხვედრამ ხაზი გაუსვა ქალთა უფლებადამცველების...
საქართველოში ქალთა უფლებადამცველების დაცვისა და გაძლიერების შესახებ მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება
“მათი ბრძოლა, ჩვენი მომავალი” - ამ სახელწოდებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში ქალთა უფლებადამცველების დაცვისა და გაძლიერების შესახებ მაღალი დონის შეხვედრას გამართავენ. ღონისძიება, რომელიც სიმბოლურად 29 ნოემბერს, ქალთა უფლებადამცველების საერთაშორისო დღეს იმართება,...
ბავშვების მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის, ძალადობისა და შევიწროებისგან დაცვის გაძლიერება საქართველოში
ევროპის საბჭომ, 18 ნოემბრის: ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიებები გამართა. ღონისძიებები გაიმართა 2024 წლის 18-22 ნოემბერს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და მათში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა მონაწილემ. თოთოეული სესია...
გრანტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის
ევროპის საბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განყოფილება აცხადებს ახალ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული კულტურის განვითარებას და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას, ასევე ევროპის...
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უთანასწორო საასპარეზო პირობებმა და დაძაბულობამ დააზიანა, მაგრამ ამომრჩევლებს ფართო არჩევანს სთავაზობდა: საერთაშორისო დამკვირვებლები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ამომრჩევლებს 18 კანდიდატს შორის გასაკეთებელ ფართო არჩევანს სთავაზობდა და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობას აძლევდა, არჩევნები დააზიანა დამკვიდრებულმა პოლარიზაციამ და შეშფოთებამ, რომელიც ბოლო დროს მიღებულმა...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
24-27 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 32-კაციანი დელეგაცია, იულიან ბულაის (რუმინეთი, ALDE) ხელმძღვანელობით, საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად ეწვევა საქართველოს. დელეგაცია შეუერთდება დამკვირვებლებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან, ევროპარლამენტიდან, ნატოს საპარლამენტო...
ევროპის საბჭოს კონგრესი: საქართველო დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას უნდა დაუბრუნდეს
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ახლახან მიღებული ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონმდებლობა და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს, არღვევს ადამიანის უფლებებს ან ძირს...
ვიზიტი პანკისში - ევროპის საბჭო ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისთვის
2024 წლის 16 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა, და საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი, პანკისის ხეობას ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო ორგანიზაციების, განათლების, ქალთა უფლებებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის...
მოწვევა ტენდერზე - ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურება ნარკოტიკების პრევენციის სხვადასხვა ასპექტებზე
ევროპის საბჭოს პროექტი „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება’’ აცხადებს ტენდერს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებაზე რომელიც შეეხება ნარკოტიკების პრევენციის სხვადასხვა ასპექტებს. აღნიშნული მომსახურების მოთხოვნა ევროპის საბჭოს მიერ განხორციელდება საჭიროებისამებრ....
PACE-ის დამკვირვებლები და სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებულია შეწყვიტოს არჩევნებზე დაკვირვება
„ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იძულებული გახდა დაესრულებინა საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობები, ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც სამოქალაქო საზოგადოების ეს ორგანიზაცია და მისი დირექტორი განცხადებული საარჩევნო...
მრგვალი მაგიდა საქართველოს მიერ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ეროვნული მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესების შესახებ
2024 წლის 27 სექტემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ეროვნული მონაწილე მხარეების კოორდინაციის გაუმჯობესებას და გაძლიერებას. დისკუსია ეხებოდა საქართველოში ევროპული სასამართლოს...
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საკვანძო საკითხია ევროპაში საქართველოს ადგილის დასაცავად“ - აცხადებს PACE-ის წინასაარჩევნო დელეგაციის ხელმძღვანელი ვიზიტის დასასრულს
საქართველოში ორდღიანი ვიზიტი (23-24 სექტემბერი, 2024) დაასრულა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 2024 წლის 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო დელეგაციამ, იულიან ბულაის ხელმძღვანელობით. იულიან ბულაიმ დასძინა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ პერიოდში...
ევროპის საბჭო და დატაფესტ თბილისი - გენდერული თანასწორობისა და არადისკრიმინაციული მიდგომების ხელშეწყობა მონაცემებზე ორიენტირებული ინიციატივების მეშვეობით
2024 წლის 19-დან 21 სექტემბრის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი ყოველწლიური კონფერენცია - დატაფესტ თბილისი გაიმართა. უკვე მესამე წელია, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში მხარს უჭერს ფესტივალის განხორციელებას. აღნიშნული თანამშრომლობის მიზანია გენდერული თანასწორობის...
ხელოვნური ინტელექტი და გენდერული თანასწორობა - საჯარო ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებში გენდერული მიკერძოების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ
2024 წლის 18 სექტემბერს, დოქტორი სილვია სემენცინის[1] საჯარო ლექციამ თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები შეკრიბა. მომხსენებელმა ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ რისკებზე და მის პოტენციალზე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში....
საქართველოში სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცნობიერება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) შესაბამისობის შესახებ
ევროპის საბჭომ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით, გამართა ონლაინ ტრენინგი თემაზე, რომელიც შეეხებოდა სადაზღვევო სექტორისათვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML.CFT) შესაბამისობას. შეხვედრას ესწრებოდა სადაზღვევო...
საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს ანტილგბტი კანონი და თავი შეიკავოს მასტიგმატიზებელი რიტორიკის გამოყენებისგან
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ დღეს გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც იგი პარლამენტის წევრებს სთხოვს თავი შეიკავონ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვა შესახებ” კანონპროექტის მიღებისგან, რომელსაც პარლამენტმა...
ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის - მონიტორინგი და შეფასება, ინტერპერსონალური უნარების განვითარება პროექტის ბენეფიციარებისთვის
ევროპის საბჭოს პროექტი: „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისთვის მონიტორინგისა და შეფასების განხორციელებასა და პროექტის ბენეფიციარებისთვის ინტერპერსონალური და რბილი უნარების განვითარებაზე. სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ...
ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის სოციალური უფლებების დარგში
ევროპის საბჭოს პროექტი: „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ აცხადებს ტენდერს სოციალური უფლებების სფეროში ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად. სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო დოკუმენტებში,...
ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის ვიზუალური მასალის შექმნასა და კომუნიკაციების სერვისებზე
ევროპის საბჭოს პროექტი: „სოციალური და ეკონომიკური უფლებების განმტკიცება საქართველოში“ აცხადებს ტენდერს ვიზუალური მასალის შექმნასა და კომუნიკაციების სერვისებზე ადგილობრივი კონსულტანტების ბაზის შესაქმნელად. სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით...
კომუნიკაციების კომისიის მონიტორები წინასაარჩევნო მედიამონიტორგის მიმართულებით გადამზადდნენ
ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან თანამშრომლობით, წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის სფეროში ტრენინგების სერია გამართა, რომელიც 2020 წელს ჩატარებული ტრენინგების გაგრძელებას წარმოადგენდა. ტრენინგების სერია ორ ნაწილად იყო დაყოფილი და მიზნად ისახავდა...
ქართველი სპეციალისტები ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემის მტკიცებულებებსა და სარგებელს გაეცნენ
ფსიქოაქტიურ საშუალებზე დამოკიდებულებების დასაძლევად ციხეში დაფუძნებული თერაპიული თემების სარგებლიანობის, ამის მტკიცებულებების და საქართველოს ციხეებში მისი დანერგვის შესაძლებლობების ირგვლივ ეროვნული თუ საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფთან ერთად, როგორც საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის...
ოფისი საქართველოში
ჭავჭავაძის გამზირი 64ბ, მე-14 სართული
თბილისი 0179, საქართველო
+99532 2913870/ 71/ 72