Back ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის შედეგებზე ორიენტირებული პროექტის მართვის საკითხებში

ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის შედეგებზე ორიენტირებული პროექტის მართვის საკითხებში

ტენდერი ადგილობრივი კონსულტანტებისთვის შედეგებზე ორიენტირებული პროექტის მართვის და თანამშრომლობის პროექტებში შედეგების მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს პროექტისათვის „გაძლიერებული შედეგებზე ორიენტირებული მართვა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტებში (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში)“.

 

დოკუმენტები ტენდერისათვის:

 ხელშეკრულება

-   ტენდერის პირობები      

 

საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 20 მარტი 2023.

 

ზემოთხსენებულ ტენდერთან დაკავშირებით მიღებული კითხვა:

ტენდერის პირობებში ნახსენებია, რომ საჭიროა მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება საერთაშორისო ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში და პროექტების მართვაში. ეს მოთხოვნა იურიდიულ პირს ეხება, თუ შემოთავაზებულ გუნდს? სხვა სიტყვებით, შესაძლებელია, რომ განაცხადი შემოიტანოს ისეთმა კომპანიამ, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება არ აქვს, თუ შემოთავაზებულ გუნდს აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება?

 

ევროპის საბჭოს პასუხი ყველა შესაძლო აპლიკანტისთვის:

მადლობას გიხდით "გაძლიერებული შედეგებზე ორიენტირებული მართვა ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტებში (აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში)“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივი კონსულტანტის ადგილზე გამოცხადებული ტენდერის მიმართ ინტერესისთვის. პასუხად გატყობინებთ, რომ თქვენს მიერ წამოჭრილი საკითხი არ წარმოშობს შესაბამისობის პრობლემას. აპლიკანტები შეფასდებიან კრიტერიუმების შესაბამისად და ტენდერის პირობებში მითითებული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც სხვასთან ერთად წარმოდგენილი გუნდის რეზიუმესაც მოიცავს.

10 მარტი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge