Back ტენდერი საერთაშორისო კონსულტანტის შესარჩევად, საერთაშორისო თანამშრომლობის სექტორში უახლესი სამეცნიერო კვლევებიდან მიგნებების შეგროვების მიზნით სამაგიდო კვლევის ჩასატარებლად

ტენდერი საერთაშორისო კონსულტანტის შესარჩევად, საერთაშორისო თანამშრომლობის სექტორში უახლესი სამეცნიერო კვლევებიდან მიგნებების შეგროვების მიზნით სამაგიდო კვლევის ჩასატარებლად

ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს ტენდერს საკონსულტაციო მომსახურების მისაღებად ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სექტორის პროექტებთან დაკავშირებით უახლესი სამეცნიერო კვლევებიდან მიგნებების შეგროვების მიზნით სამაგიდო კვლევის ჩასატარებლად. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს უახლესი სამეცნიერო კვლევებიდან ინფორმაციის მოგროვების მიზნით სამაგიდო კვლევის ჩატარებას და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სექტორის პროექტებზე მორგებული ახალი მიდგომებისა და მეთოდების შესახებ პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკრების შემუშავებას. აღნიშნული აქტივობა კვლევის მეთოდებში, ანგარიშგებასა და მოლაპარაკებებში თბილისის ოფისის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში ხორციელდება.

დავალების და სატენდერო პროცედურების შესახებ დეტალურ აღწერას და დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნობით თანდართულ სატენდერო  დოკუმენტებში, რომლებიც ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე:

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 28 აგვისტო, 19:00 საათი (საქართველოს დროით).

განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფოსტით (დანართებით) ელექტრონული ფოსტის მისამართზე tbilisi.tenders@coe.int, სათაურში შემდეგი მითითებით: Tender - Purchase of consultancy services for conducting desk research to collect insights on the new methods of technical cooperation.

28 ივლისი, 2023 წელი
  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page


 

გამოგვყევით

  

დაგვიკავშირდით

ოფისი საქართველოში

ჭავჭავაძის გამზირი 64 ბ, მე-14-ე სართული
თბილისი 0179, საქართველო

+99532 2913870/ 71/ 72

http://www.coe.ge