დანიის მთავრობამ 9,000,000 DKK (დაახლოებით 1,200,000 ევრო) გამოყო ევროპის საბჭოს შემდეგი სამი სამოქმედო გეგმის მხარდასაჭერად: 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმა მოლდოვას რესპუბლიკისთვის და 2023-2026 წლების სამოქმედო გეგმა უკრაინისათვის - „მდგრადობა, აღდგენა და რეკონსტრუქცია.“
ამ მნიშვნელოვანი ფაქტის აღსანიშნავად, შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოში დანიის მუდმივ წარმომადგენელს, ელჩ იენს კისლინგსა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე, ბიორნ ბერგეს შორის.