ევროპის საბჭო/ევროკავშირი

პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის

ევროკავშირი და ევროპის საბჭო ერთობლივად მუშაობენ ევროპასა და მის სამეზობლოში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, ასევე, პლურალისტული დემოკრატიის საერთო ღირებულებათა ხელშეწყობისათვის.

2014 წელს მათ საერთო პროგრამა - პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის (PGG) -წამოიწყეს, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის მათზე მორგებული მხარდაჭერა გაეწიათ, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში ეროვნული კანონმდებლობისა თუ პრაქტიკის ევროპულ სტანდარტებთან დასაახლოვებლად.

აღნიშნული პროგრამა ორ თანმიმდევრულ ეტაპს მოიცავს: PGG I (2015-2018) და PGG II (2019-2021). 2017 წლიდან PGG ძირითადად ორიენტირებულია სასამართლო სისტემისათვის სამართლებრივი ექსპერტიზის მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რათა დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ქმედითი საშინაო რეფორმები გაატარონ და ევროპის საბჭოს სტანდარტებს მიუახლოვდნენ.

PGG I-ის ფარგლებში წინ გადადგმული ნაბიჯია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოების ჩამოყალიბება და წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით. PGG II-ის ფარგლებში მუშაობა გრძელდება მიღწეული შედეგების გამყარებასა და მოქალაქეებისთვის უფრო ეფექტიანი, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებაზე.

აღნიშნული მიზნების მიღწევა სხვადასხვა აქტივობით ხდება შესაძლებელი: საკანონმდებლო ანალიზი, კონფერენციები, სემინარები, სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, ერთობლივი მუშაობა და ტრენინგები, რომლებსაც ევროსაბჭოს თანამშრომლები და საერთაშორისო ექსპერტები უძღვებიან.

საკვანძო სასამართლო რეფორმების გატარებითა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები შეძლებენ, გაზარდონ მოქალაქეთა ნდობა თავიანთი სახელმწიფოს მიმართ, რეგიონში გააძლიერონ გრძელვადიანი სტაბილურობა და შექმნან ინვესტიციებისათვის უსაფრთხო კლიმატი.

PGG ორმხრივი პროექტები

PGG რეგიონული პროექტები