ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში
მიზნები
პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და იგი მიზნად ისახავს თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
პროგრამა მიზნად ისახავს
-
სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას ციხეებში და პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
-
ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ციხეებში, პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და დახურული ტიპის სხვა, მაგალითად ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ევროპული სტანდარტის შესაბამისად
-
სახელმწიფო ორგანოების მონიტორინგისა და საგამოძიებო ფუნქციების გაძლიერებას არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრევენციის მიზნით ევროპისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
საქმიანობა
აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ევროპის საბჭო მთელ რიგ აქტივობებს განახორციელებს
მათ შორისაა:
- ხელისუფლებისთვის საკანონმდებლო მხარდაჭერა;
- სასჯელაღსრულების სისტემის 2013-2014 წლების ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში დახმარება;
- ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში დახმარება;
- დაავადებათა პრევენციის სასწავლო პროგრამის შემუშავება;
- პატიმრებისა და დახურული ტიპის დაწესებულებების პერსონალისთვის თემატური და ცნობიერების ამაღლებისთვის შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, გადათარგმნა, გამოქვეყნება და გავრცელება;
- ზიანის შემცირებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საჭიროებების შეფასება;
- ციხეებში ჯანდაცვის გაძლიერება მრგვალი მაგიდების, ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების მეშვეობით;
- სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა;
- აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გასაჩივრების მექანიზმის გაუმჯობესებას;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
- არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბძოლის სახელმწიფოს 2011-2013 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შეფასება და ახალი დოკუმენტების შემუშავებაში ხელშეწყობა;
- მონიტორინგისა და საგამოძიებო ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება
პარტნიორები
პროგრამა სხვადასხვა სახელმწიფო და სამოქალაქო დაწესებულებასთან თანამშრომლობს, რომლებიც, ამავე დროს, პროგრამის მმართველი საბჭოს წევრები არიან
- Diminuer la taille du texte
- Augmenter la taille du texte
- Imprimer la page
ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამა - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები
პატიმრობისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების გზამკვლევი
აზერბაიჯანულად ინგლისურად თურქულად
რუსულადსომხურადსპარსულად ქართულად