Back ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა უზენაესი სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების კომისიის შეხვედრა.

25 ნოემბერს ევროპის საბჭოს ორგანიზებით გაიმართა  საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების კომისიის შეხვედრა.  შეხვედრა გახსნეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ბატონმა კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბატონმა ზაზა მეიშვილმა, რომლებმაც ხაზი გაუსვეს  კომისიის მიერ განაჩენთა დასაბუთების სტანდარტებზე რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელობას.

შეხვედრის გახსნის შემდეგ გაიმართა კომისიის წევრთა პრეზენტაციები  მტკიცებულებების შეფასების, სასჯელის  და განაჩენთა დასაბუთების სხვა პრობლემურ საკითხებზე.

უზენაესი სასამართლოს განაჩენთა დასაბუთების კომისია  შეიქმნა 2014 წლის იანვარში და მის შემადგენლობაში შედიან მოსამართლეები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. ევროპის საბჭო მხარს უჭერს კომისიის საქმიანობას, მათ შორის მოსამართლეებისათვის განაჩენთა დასაბუთების საკითხებზე სახელმძღვანელოს (რეკომენდაციების კრებულის) შემუშავების პროცესში ექსპერტიზის მიწოდების გზით. ევროპის საბჭოს ექსპერტი შეიმუშავებს დოკუმენტს  სხვადსხვა პროცესუალურ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის ჭრილში, რომლის ინტეგრირებაც მოხდება სახელმძღვანელოში. დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა კომისიის წევრებთან მოხდება 2015 წლის დასაწყისში.

შეხვედრის ორგანიზება მოხდა ევროპის საბჭოს პროექტის - „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში რომელიც დაფინანსებულია დანიის სამეფოს მიერ.

  • Diminuer la taille du texte
  • Augmenter la taille du texte
  • Imprimer la page